• რეკლამა
  • კონტაქტი
03:19, ორშაბათი, 7 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ლაგაზიძემ კონცერტზე 150 კაცზე მეტი ვერ მიიყვანა… იყოს მიშვებული…” – კობახიძე

ალია ავტორი - ალია
15:22 10-02-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
229

 პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა:

„ხათუნა ლაგაზიძეს პირდაპირ აქვს გაცხადებული ყველას თვალწინ საარჩევნო მიზანი. ის  აწარმოებს საარჩევნო აგიტაციას. ცალკე საკითხია, რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს მისი საარჩევნო აგიტაცია. თქვენ გახსოვთ, რომ ის აორგანიზებდა კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ კონცერტს ბათუმში და 150 კაცზე მეტი ვერ მიიყვანა. მაგრამ ამას ნაკლები მნიშვნელობა აქვს. პრაქტიკული თვალსაზრისით რა ეფექტი აქვს ხათუნა ლაგაზიძის და მისი ორგანიზაციის აგიტაცია-პროპაგანდას, ამას ნაკლები მნიშვნელობა აქვს, მთავარია სამართლებრივი მხარე.

მთავარი არის ის, რომ ორგანიზაციას აქვს განცხადებულის საარჩევნო მიზანი, ადამიანს აქვს გაცხადებული საარჩევნო მიზანი და ახლა ამბობს, რომ არ უნდა ამის სამართლებრივად აღიარება. ეს არის აბსურდი.

თუმცა, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ანტიკორუფციულ ბიუროს, ამ შემთხვევაში, სხვა შემთხვევებშიც,  გამომდინარე იქიდან, რომ ვერც ლაგაზიძეს, ვერც „საერთაშორისო გამჭვირვალობას“, ვერც რომელიმე სხვა ორგანიზაციას, გაცხადებული საარჩევნო მიზნის მიუხედავად ვერ ექნება ვერავითარი ეფექტი არჩევნების შედეგებზე, რეპუტაციული ზიანიდან გამომდინარე, აჯობებს, რომ მიშვებული იყოს ეს პროცესი. ანუ გავყვეთ არა წმინდად სამართლებრივ გზას, არამედ, გავითვალისწინოთ მიზანშეწონილობის კომპონენტი.

რაც შეეხება ამ ფაქტს, არის ადამიანი, არის ორგანიზაცია, რომელსაც აქვს პირდაპირ გაცხადებული მიზანი, რომ არ უნდა არსებული ხელისუფლების დარჩენა მმართველობის სათავეში. ასეთ დროს, როდესაც რაღაცას აპროტესტებ, გაუგებარია, არ შეიძლება ასეთი მიდგომა შეინარჩუნო.

ან უნდა თქვა, რომ გინდა ხელისუფლების ცვლილება, ან უნდა თქვა, რომ არ ერევი ამ საკითხში. როცა თან ამბობ, რომ ხელისუფლების ცვლილება გინდა და თან ისიც არ გინდა, რომ გაცხადებული მიზნის მქონე საარჩევნო სუბიექტი გერქვას, ეს არის ნონსენსი“.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved