თავდაცვის სამინისტროს, ყოფილი მაღალჩინოსანი, ლევან ნიკოლეიშვილი „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლების განცხადებებს ეხმაურება და წერს:
„კვირიკაშვილი, გახარია, ჯანელიძე… ნაფტალინიდან ამოალაგეს აგენტურა და გამოფინეს… სხვას რას უნდა მივაწეროთ ამ “პოლიტიკური გვამების” გააქტიურება? მარტივი ამბავია – ხალხის ძალის მიერ ინიცირებულმა კანონპროექტმა ყველაფერს ფარდა ახადა – პატრონების დავალებით ილანძღებიან „გახაზული“ კაცუნები. აბა ვინ დამაჯერებს, რომ მაგალითად კვირიკაშვილი, რომელსაც ბოლო საზოგადოებრივი აქტივობა პროფილაქტიკაში საბურავის შეცვლის დროს „უფიქსირდება“, გამჭირვალობის კანონმა აღაშფოთა? კარგია, ყველაფერს დაერქვა თავისი სახელი!“
კომენტარები