• რეკლამა
  • კონტაქტი
20:33, სამშაბათი, 2 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კვირას,3 აპრილს, 20:00 საათზე ვიკრიბებით პარლამენტთან უკრაინის მხარდასაჭერად, ძალის მოსაკრებად და საერთო მიზნის გასაცხადებლად”

ალია ავტორი - ალია
12:29 03-31-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
167

კვირას, 3 აპრილს პარლამნეტთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორები არიან ტაბულა, თავისუფლების ინსტიტუტი, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება და ევროპული საქართველო.

“უკრაინისა და ჩვენი თავისუფლებისთვის მხარდასაჭერად” – ასე ჰქვია აქციას, რომელიც 20:00 საათზეა ჩანიშნული.

თვეზე მეტია უკრაინელი ხალხი თავისუფლებას ბოროტებისგან თავდაუზოგავად, უდიდესი სისხლის ფასად იცავს! სამყარო შავ-თეთრად გაიყო, თავისუფლების მხარდაჭერა დღეს უკრაინის მხარდაჭერას ნიშნავს და ყველა თავმოყვარე ერის ღირსების საკითხია!

საქართველოს ხელისუფლება ეროვნულ ღირსებას გვილახავს

მტრის ვერ მცნობ და მოყვრის მგმობ საზოგადოებად წარმოგვაჩენს რომელმაც წარსულიდან ჭკუა ვერ ისწავლა, მზადაა უსაფრთხოების ილუზიისთვის თავისუფლება დათმოს და შედეგად, თავისუფლებაც დაკარგოს და უსაფრთხოებაც!

100 წლის წინ, ჩვენმა დემოკრატიამ სამი წელი გაძლო, სანამ რუსული მონსტრი დაიპყრობდა და ტვინს, გულსა და სულს ამოაცლიდა!

ახლა 30 წელია ვძლებთ! მაგრამ, თუ ასე გავაგრძელეთ – დიდია საფრთხე თავისუფალ სამყაროსთან დამარცხებული პუტინის გავლენის ჭაობში ჩავრჩეთ

და თავისუფალ სამყაროში თავის დამკვიდრების ისტორიული შესაძლებლობა დავკარგოთ.

ახლა, როგორც არასდროს გვჭირდება მოვიკრიბოთ ძალა, გავიხსენოთ რა დევს სასწორზე და ჩვენი ისტორიული მიზნის დასაცავად გავერთიანდეთ.

ევროპული საქართველო, თავისუფლების ინსტიტუტი, ტაბულა და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება 3 აპრილს გამართავს აქციას უკრაინისა და ჩვენი თავისუფლების მხარდასაჭერად.

აქციაზე მოისმენთ სიტყვებს, მაგრამ არ იქნება არცერთი სიტყვით გამომსვლელი.

აქცია მიეძღვნება ეროვნულ მიზანს.

მიზანს, რომელიც ყველა ჩვენგანზე ბევრად დიდია და გაერთიანების ძალას გვაძლევს, როდესაც შეუთანხმებლად, განურჩევლად პარტიული გემოვნებისა, ქუჩაში გავდივართ.

3 აპრილს, 20:00 საათზე ვიკრიბებით პარლამენტთან უკრაინის მხარდასაჭერად, ძალის მოსაკრებად და საერთო მიზნის გასაცხადებლად!

თავისუფალ უკრაინას და საქართველოს გაუმარჯოს! – ვკითხულობთ აქციის ანონსში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

TBC x Miro – თანამშრომლობა და ინოვაციური პროცესები – თიბისი
ახალი ამბები

TBC x Miro – თანამშრომლობა და ინოვაციური პროცესები – თიბისი

13:17 06-02-2026
კამპანია “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” – KIAF-ის გრან-პრის და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

კამპანია “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” – KIAF-ის გრან-პრის და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა

13:10 06-02-2026
კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის ნომინანტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის ნომინანტები ცნობილია – თიბისი

13:03 06-02-2026
23%-ით გაზრდილი დაფარვა დასავლეთში და 50%-მდე მეტი სიჩქარე თბილისში
ახალი ამბები

23%-ით გაზრდილი დაფარვა დასავლეთში და 50%-მდე მეტი სიჩქარე თბილისში

12:13 06-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved