• რეკლამა
  • კონტაქტი
02:23, სამშაბათი, 17 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კვარიათის სანაპიროზე, სადაც მაქსიმუმ 30-მეტრიანი შენობის აშენება იყო დასაშვები, 70 მეტრის სიმაღლის სასტუმროს მშენებლობა იგეგმება

ალია ავტორი - ალია
12:03 09-20-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,060

კვარიათის სანაპიროზე, სადაც მაქსიმუმ 26-30-მეტრიანი შენობის აშენება იყო დასაშვები, 70 მეტრის სიმაღლის სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი სახლის მშენებლობა იგეგმება – ინფორმაციას გამოცემა “ბათუმელები” ავრცელებს და წერს, რომ პროექტის განხორციელებას შპს “ლიცი” გეგმავს და კომპანიამ
პროექტის განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია ბათუმის მერიას უკვე წარუდგინა.

როგორც გამოცემა წერს, სასტუმროს აშენება კაფე “რაკუშკების” მიმდებარედ იგეგმება – საპროექტო ტერიტორია 2370 კვადრატული მეტრია, ხოლო კონცეფციის ფარგლებში დასაგეგმარებელი ტერიტორია ოთხ მიწის ნაკვეთს მოიცავს და 7500 კვადრატული მეტრია. საპროექტო მიწის ნაკვეთის მიმდებარედ პატარა ღელე ჩაედინება.

“ბათუმელების” ცნობით, კომპანიამ ზონაში დადგენილი კოეფიციენტის გადამეტება მოითხოვა:

“ასეთ შემთხვევაში კანონი საკომპენსაციო ღინისძიებაზე შეთანხმებას ითვალისწინებს. მერიას მიწის ნაკვეთის განაშენიანების გეგმის კონცეფციის მომზადებაზე დავალება გაცემული აქვს, შესაბამის ბრძანებას მერმა, არჩილ ჩიქოვანმა 2024 წლის 20 მაისს მოაწერა ხელი.

ეს პროექტის რენდერია – კონცეფციის მიხედვით აქ 70 მეტრი სიმაღლის შენობის მშენებლობის ნებართვას ითხოვენ, დადგენილი პარამეტრებით კი 26-30 მეტრი სიმაღლის შენობის მშენებლობა იყო შესაძლებელი

კონცეფციაში კომპანია მიუთითებს, რომ მზად არის მერიას საკომპენსაციო ღონისძიებაზე შეუთანხმდეს: „დავაფინანსებ ან განვახორციელებ, რასაც მერია დამავალებსო“. კანონის შესაბამისად და ამ დრომდე არსებული პრაქტიკით მერია ძირითადად ნამატი ფართობის 10 პროცენტს სთხოვს ხოლმე, თუმცა შეთანხმების საგანი სხვაც შეიძლება იყოს.

კონცეფციის მიხედვით 18-სართულიან შენობაში 370 აპარტამენტს მოაწყობენ, ამას დაემატება საზოგადოებრივი დანიშნულების, არასაცხოვრებელი ფართობი, დაახლოებით 4 000 კვადრატული მეტრი” – წერია “ბათუმელების” სტატიაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?
ახალი ამბები

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?

20:05 03-16-2026
სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 
ახალი ამბები

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 

16:30 03-16-2026
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved