• რეკლამა
  • კონტაქტი
19:00, ოთხშაბათი, 10 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კუჭავები, მუჭავები, კობახიძე თეთრხალათიანი და ივანიშვილი ამ შიშის გამო არიან პატარები – ლევან ლორთქიფანიძე

ალია ავტორი - ალია
14:27 05-05-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:

“ალბათ, ბევრს წაკითხული გაქვთ ჰაინრიხ ბიოლის სრულიად განსაკუთრებული რომანი “კლოუნის თვალთახედვა”, რომელიც პოსტნაცისტურ ეპოქაში გადანაცვლებულ გერმანიას აღწერს, მის ამაზრზენ მახასიათებლებზე, სიყალბესა და ორპირობით სავსე ყოველდღიურობაზე ამახვილებს ყურადღებას.

ომის შემდგომი ეპოქის საზოგადოების წევრები საკუთარი წარსულის გადაწერას ცდილობენ და რადგან ირგვლივ ყველას სურს ჭრილობებითა და სირცხვილით, მარცხითა და ტკივილით სავსე წლების დავიწყება; რადგან ახალ დროებაში ბევრი არქივი, დოკუმენტი, სამართლებრივი აქტი მასობრივმა ნგრევამ და უკანონობამ ნაცარტუტად აქცია, დასახულ მიზანს მარტივად აღწევენ! ნაცისტ ქალთა საზოგადოების ლიდერები ანტირასისტულ ასოციაციებს უდგებიან სათავეში; ნაცისტი მოხელეები გონიერ და პრაგმატულ მეწარმეებად წარმოჩნდებიან; ნაციზმის მასწავლებლები პატიოსანი ბიუროკრატის წარმატებულ კარიერას იწყობენ; კრიმინალები და წვრილმანი ხულიგნები ანტინაცისტური წინააღმდეგობის მოძრაობის მებრძოლთა მანტიას ისხამენ მხრებზე; კათოლიკური ეკლესია, რომელიც ფაქტობრივად დუმილით შეხვდა ნაციზმს და მხარი დაუჭირა ფაშიზმს, გამალებით ანგრევს ორი სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენელი ახალგაზრდის სიყვარულს!

ბიოლი ამ უკუღმართობის წინააღმდეგ ილაშქრებს და საზოგადოებას გაჯანსაღებისკენ მოუწოდებს. “არასდროს დავივიწყოთ, რათა აღარასდროს განმეორდეს” – დღემდე ამგვარი სულისკვეთებით ცხოვრებას ცდილობს გერმანიის პროგრესული ნაწილი…

საქართველო, თავისი მასშტაბებისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, უმძიმესი გამოცდის დაახლოებით იმავე ეტაპს გადის.

ომის დროინდელი არქივები არ გვაქვს, მაგრამ ჩვენს გვერდით ცხოვრობენ გადარჩენილი თორაძეები, სვანაძეები, სხვა ოჯახები, რომელთა ნათესავებიც ამოწყვიტეს, რომლებიც სისხლიან ანგარიშსწორებაში უშუალოდ ადანაშაულებენ შეწყალებულ რურუას! არავინ ითხოვს მტკიცებულებების გარეშე, კანონების ფეხქვეშ გათელვით ადამიანების დაპატიმრებას! უბრალოდ, მკვლელების ფერმერებად, მწიგნობართუხუცესებად, პოლიტპატიმრებად გასაღების უფლებას არ მოგცემთ !!! ათასი ევროპარლამენტარი რომ გადავიკიდოთ! ძალიან მაინტერესებს რა აქვთ სათქმელი ჩვენს ხელისუფლებას, ოპოზიციას, სამოქალაქო აქტივისტებს, ფერმერთა სამარცხვინო კავშირს გაუბედურებული და ცხოვრებადამახინჯებული ადამიანებისთვის?

სამუდამოდ გახანგრძლივებულ “ატხადნიაკში” ჩარჩენილი იდიოტებისა და მავნებლების, ქვეყნის მტრების პარტიის მარჯვენა განაყოფში განუცხადებიათ, დიდი შერიგების დრო დადგა, მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში უნდა ჩამოვიდეს და არავითარ შემთხვევაში ციხეში არ უნდა ჩავსვათო. მიმიფურთხებია იმ შერიგებისთვის, რომელიც სინანულის არმქონე დამნაშავეებს მორიგ შანსს აძლევს, რომ ქვეყანას კიდევ ერთხელ, ძველი მეთოდებით გადაუარონ და გადაჯეგონ! მე იმ შერიგების არ მჯერა, რომელიც ნეოლიბერალური ავტორიტარიზმის ყველაზე სასტიკი რეპრესიების ავტორში მხოლოდ პოლიტიკურ დევნილს ხედავს! დამნაშავე დამნაშავეა, დამნაშავე ციხეში უნდა ჩაჯდეს… დამნაშავეს დაკარგულ პრინცესა ანად ვერ გამოაცხადებთ.

ეგრე არ გამოვა! არასდროს დავივიწყებთ, რათა აღარასოდეს განმეორდეს.

P.S. კუჭავები, მუჭავები, კობახიძე თეთრხალათიანი და ივანიშვილი ამ სიტყვებს შიშით ვერასდროს გაიმეორებენ. ამ შიშის გამო არიან პატარები”

თეგები: ლევან ლორთქიფანიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

“ჩუმი პანდემია” – ბაქტერიოლოგიური კვლევა თანამედროვე ლაბორატორიის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა – რას უყვება “ალიას” “ნიუჰოსპიტალსის” ლაბორატორიის ხელმძღვანელი
ახალი ამბები

“ჩუმი პანდემია” – ბაქტერიოლოგიური კვლევა თანამედროვე ლაბორატორიის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა – რას უყვება “ალიას” “ნიუჰოსპიტალსის” ლაბორატორიის ხელმძღვანელი

18:53 12-10-2025
თიბისიმ თვითმომსახურების ობიექტებში პოს-ტერმინალების აქტიური ინტეგრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისიმ თვითმომსახურების ობიექტებში პოს-ტერმინალების აქტიური ინტეგრაცია დაიწყო

12:26 12-10-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა  – ზრდა ნორმალიზდება, სავალუტო ბაზარზე კვლავ სიჭარბეა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა – ზრდა ნორმალიზდება, სავალუტო ბაზარზე კვლავ სიჭარბეა

15:51 12-09-2025
თიბისის მხარდაჭერით, ბიზნესგამოფენა  – „ადამიანები ბიზნესის უკან“ გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბიზნესგამოფენა – „ადამიანები ბიზნესის უკან“ გაიმართა

14:26 12-09-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved