• რეკლამა
  • კონტაქტი
13:32, სამშაბათი, 17 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კუტალაძემ ვარლამ გოლეთიანს ბრალი წაუყენა, რომ ის ასრულებდა უშიშროებასთან გარიგებული საპატრიარქოს წარმომადგენლების დაკვეთას – ვიცოდი, რომ ამას არ აპატიებდნენ კუტალაძეს და ამიტომ ისჯება” – დავით ნემსაძე

ალია ავტორი - ალია
23:30 02-09-2022
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
179

ლევან ჯავახიშვილი

“ალიას” ესაუბრება “არმიის სამოქალაქო კონტროლის” ჯგუფის ხელმძღვანელი, საფრანგეთში პოლიტიკურ  დევნილობაში  მყოფი, დავით ნემსაძე.

5 ივლისის საქმეზე, დავით კუტალაძეს, პირდაპირ ვიტყვი, სტენიან ჟურნალისტებზე ჯგუფურ ძალადობას და ამ პატიოსან, პატრიოტ ადამიანს  7-წლიანი ციხე ემუქრება ამის გამო. კუტალაძე გამოიყენეს, აღმოჩნდა ხაფანგში სხვის დაორგანიზებულ აქციაზე და აბრალებენ იმას, რაც არ ჩაუდენია. დავით კუტალაძე მივიდა იქ, რომ ეროვნული დროშის შეურაცხყოფა ვერ აიტანა. არც ერთი ფაქტი მის წინააღმდეგ არ არსებობს, გარდა ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას ჩვენებისა. თქვენ წარმოგიდგენიათ, რომელ საუკუნეში დავბრუნდით? ერთი ადამიანის ჩვენების საფუძველზე ასამართლებენ ადამიანს. სტალინის ეპოქას დასცინიან და თავად “ტროიკების” მეშვეობით ასამართლებენ ხალხს. თურმე, ამ მირანდა ბაღათურიამ დაინახა მარტო, რომ დავით კუტალაძე სცემდა ოპერატორ ლექსო ლაშქარავას, რომელიც რამდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა. წარმოადგონოს შს სამინისტრომ, პროკურატურამ ფაქტები, რომ დავით კუტალაძე სცემს ლექსო ლაშქარავას. ყველაფერი გადაიღეს იმ დღეს და ეს ვერ გადაიღეს? ტელე-ოპერატორებმა თუ ვერ გადაიღეს, ვინც იქ იყო, ყველას ჰქონდა ტელეფონები და ერთი კადრის გადაღება ვერ მოახერხეს? მირანდა ბაღათურია ამბობს, დავინახე კუტალაძემ მომაკვდინებლად დაარტყა ხელი ლექსო ლაშქარავასო. ლაშქარავას ჰქონდა  მრავლობითი დაზიანებებები სახეზე და როგორც მე მაქვს ინფორმაცია, ეს მოხდა დებოშის გამო, რომელიც ვერ გააკონტროლა შს სამინისტრომ, რომელსაც საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა ევალებოდა. ლექსო ლაშქარავას  ექსპერტიზა რომ ჩაუტარეს, მის სახეზე, სხეულზე კუტალაძის შეხება არ დადასტურდა. ყველაფერს იღებენ ეგ ჟურნალისტები და რაღა ეს ფაქტი არ გადაიღეს, თუ მართლა დაარტყა კუტალაძემ ლაშქარავას? ესენი ჟურნალისტები კი არა, მკვლელი ჟორიკა რურუას “ჯიბის ჟურნალისტები” არიან. მკვლელობას ხანდაზმულობის ვადა არ აქვს სისხლის სამართალში და ადგნენ, ჟორიკა რურუას ჩადენილი მკვლელობების საქმეები გამოიძიონ. ხომ იბრალებენ ობიექტურ და თავისუფალ ჟურნლისტობას? თუ ძალადობაზეა ლაპარაკი და კუტალაძეა მოძალადე, პროკურატურა კუტალაძეს ბრალს ადებს  დანაშაულში და ამავე დროს აცხადებს, რომ ლაშქარავას სიკვდილის მიზეზი იყო ნარკოტიკული  ნივთიერებების ზედოზირების შედეგი. როგორ გამოდის ახლა, კუტალაძე ლაშქარავას მკვლელია, მაგრამ ლაშქარავა მოკლა ნარკოტიკებმა? ლოგიკა სად არის? უუნარო, უმაქნის შს სამინისტროს უნდა, კუტალაძე მკვლელად შეაჩეჩოს იმ ხალხს ხელში, ვინც აცხადებს, რომ ის ცემის დროს მიყენებული დაზიანებებით გარდაიცვალა. ვიღაცას ხომ უნდა შეაწმინდონ  ხელი? კი, ლაშქარავას სიკვდილის ოფიციალური  მიზეზი ნარკოტიკების დიდი დოზის მიღებაა, მაგრამ იმ ხალხს ეუბნებიან, რომ თუ მაინც და მაინც მკვლელი გინდათ, ეს კუტალაძეა, მან სცემა გამეტებით ლაშქარავასო. რაც შეეხება ჯგუფურ ძალადობას, რასაც კუტალაძეს და სხვებს  აბრალებენ. გომელაურის უწყებას მინდა შევახსენო – რა ხდება? მე რომ აქ ვიმყოფები საფრანგეთში, ქვეყანას ფული მოვპარე, აქ სასახლეები ვიყიდე და ვისვენებ? მე ძალადობის შედეგად ვარ აქ წამოსული. აღიარებულია, რომ ჩემზე სუს-ის “ზონდერებმა” ჯგუფურად იძალადეს, როდესაც გომელაური იყო სუს-ის უფროსი. ჩემს ძალადობაზე დამნაშავე სახელმწიფო გავლენის აგენტები, დღემდე დაუსჯელები არიან. ქვეყანაში კანონი შერჩევითია? ჩემზე თავდამსხმელები გამოუშვეს ციხიდან, იმიტომ რომ ხელისუფლებას ასიამოვნეს და კუტალაძე მოძალადეა, იმიტომ რომ ვიღაცას ასე მოუნდა და ის ციხეში უნდა იჯდეს?

რაც შეხება დავით კუტალაძეს, მან თავი გამოიჩნა “ნამახვანჰესის” მშენებლობასთან დაკავშირებული საპროტესტო აქციების დროს. კუტალაძემ ვარლამ გოლეთიანს ბრალი წაუყენა, რომ ის ასრულებდა უშიშროებასთან გარიგებული საპატრიარქოს წარმომადგენლების დაკვეთას. ამ ადამიანმა, გოლეთიანმა შეაგროვა ხალხი  და არანაირი სერიოზული  ნაბიჯი არ გადადგა. კუტალაძემ ყველფერი უთხრა გოლეთიანს და აქციის სხვა ლიდერებს. ამას არ აპატიებდნენ, ეს ვიცოდი. კუტალაძეს ჰქონდა საზოგადოებრივი პატივისცემა, მას  თავისი მანერა ჰქონდა საზოგადოებასთან ურთიერთობისა, მაგრამ ის არის სუფთა ადამიანი. ეს ვერ აპატიეს და შს სამინისტრომ და სუს-მა და ჩაატარეს ოპერაცია. მაქვს ინფორმაცია, რომ გრიგოლ ლილუაშვილი, ვახტანგ გომელაური და ანზორ ჩუბინიძე შეხვდნენ ფარულად და ერთად გააკეთეს მათთვის არასასურველი პირების სია. ამ სიაში იყო ის ხალხი, ვისთვისაც უნდა დაებრალებინათ  ძალადობა ჟურნალისტებზე. არავის არ ეწყინოს და ყველაზე მეტად გამოუცდელი ადამიანები შეარჩიეს. დავით კუტალაძეს დიდი პოლიტიკური წარსული და გამოცდილება არ ჰქონდა. ეს ადამიანი მოქმედებს  საკუთარი გულის კარნახითა და ემოციებით და ყველა ვაჟკაცი კაცი ასე იქცევა. მერე ადგენენ, დაიჭირეს კუტალაძე, მისი სურათები მიუტანეს ე.წ. თანამოაზრე პარტნიორებს, სახალხო დამცველის ოფისსა და სხვა ლიბერალურ, ანტიპატრიოტულ  ორგანიზაციებს და უთხრეს, ჩვენს ესენი დავიჭირეთ, ჩვენ ვმუშაობთო. ამ დროს, პოლიციამ ხალხი მიუშვა ერთმანეთზე, მართლა ვერ გაარკვევდა კაცი, ვინ ვის ურტყამდა და სახელმწიფო, შსს ცდილობს, ამ უდანაშაულო ხალხის ხარჯზე გამოვიდეს  სუფთად. ვინც ორგანიზატორები იყვნენ 5 ივlისის აქციისა, ვისი მოწოდებითაც ხალხი გამოვიდა  პრაიდის საწინააღმდეგოდ, მათ ერთი კითხვა არ დაუსვეს, როგორ, რანაირად და რის გამო მოხდა ამ აქციაზე ძალადობა. იმიტომ, რომ ეს ორგანიზატორები გარიგებულნი იყვნენ უშიშროებასთან. მთელი უბედურება ის არის, რომ დავით კუტალაძე როდესაც ციხეში ჩასვეს, მის პატიმრობაზე ფული ააგროვეს და ერთი პერმანენტული აქცია არ გაუკეთებიათ ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან, მის წინააღმდეგ. არ ვგულისხმობ პროტესტით მოჩვენებით ფორმებს. სად წავიდა ის ფული, მოიკითხეთ ერთი. შემთხვევით, სახლში ხომ არ წაიღეს ამ ორგანიზატორებმა? ამას უნდოდა გომელაურის, ღარიბაშვილის სახლთან პერმანენტული აქციები. იმ ღარიბაშვილის სახლთან, საკუთარ “კაროჟნას” 6 000 კვ.მ. ტყე რომ აჩუქა ბაკურიანში. მათ სახლებთან უნდა მოეწყოთ “სირცხვილის კორიდორები”.

– უკვე გადაწყვეტილია, რომ დავით კუტალაძეს 7 წლით გაუშვებენ ციხეში?

– კი, რამდენადაც ვიცი, 7 წლით უპირებენ ციხეში გაშვებას. სასამართლო ხომ ძალოვანი უწყებების ნებისმიერ ბინძურ დაკვეთას ასრულებს. სუს-ი და შს სამინისტრო წყვეტენ, ვინ დაიჭირონ და ვინ – არა. პროკურატურაც უბრალო დანამატია, მას არაფერს ეკითხებიან. მგონი, პროკურატურის გამომძიებლები ბრალსაც აღარ სწერენ და მასაც სუს-ში უწერენ და უგზავნიან. როდესაც კუტალაძეს და სხვა “მოძალადეებს” წინასწარი აღმკვეთი ღონისძიება შეუფარდა მოსამართლე ნინო ელიეშვილმა, სასამართლო დარბაზში უთხრა, თქვენ თავი მართლა ვაჟკაცები გგონიათო? რა წინასწარი განწყობა აქვს მოსამართლეს განსასჯელთა მიმართ, ხედავთ? შესაძლოა, უარესიც ჰქონდეს, მაგრამ ეს უნდა დამალო და საჯაროდ არ უნდა თქვა. ნინო ელიეშვილი არის “სოროსის მოსამართლე”, “სოროსის კლანის” წევრი. 2000-2005 წლებში  მუშაობდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში იურიდიული დახმარების ცენტრის იურისტად. “ნაცების” დროს დაინიშნა მოსამართლედ და 2019 წლის ოქტომბერში, ამ ხელისუფლებამ დანიშნა უვადო მოსამართლედ. “ნაცების” დროს, ერთი ხელის მოსმით უდანაშაულო ხალხს უშვებდა ციხეში.  ახლა კი “ქართული ოცნების” პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებს.  ესაა ბიძინა ივანიშვილის სამართალი. ივანიშვილის შვილები რომ ისხდნენ ციხეში, მაშინ ეს ყველაფერი ცოტა სხვანაირად იქნებოდა. ბიძინა ივანიშვილის შვილმა, იმის გამო, რომ “ფეისბუკზე” მასზე დაწერილი კომენტარი არ მოეწონა, ანზორ ჩუბინიძე გაუგზავნა დასაშინებლად და დღევანდელ პრემიერთან ათანხმებდნენ, ვინ როგორ უნდა დაესაჯათ, ვინ უნდა ეცემათ. სკოლის მოსწავლე იყო ერთი დასჯილი ბავშვი. ამისთვის პასუხი არ მოუთხოვიათ, ისე გაატარეს ეს ყველაფერი. კაცმა სახელმწიფო დროშის ფეხქვეშ გათელვა ვერ აიტანა და იმას 7 წლით უპირებენ ციხეში გაშვებას. ეს საქმე ასე იოლად არ ჩაივლის. ჯერ ერთი, ჩემმა მეგობრებმა, დავით კუტალაძის საქმის მასალები გადასცეს ერთ-ერთ გავლენიან ბრიტანელ უფლებათა დამცველს, რომელსაც მთელი მსოფლიო იცნობს და ძალზე გავლენიანი ადამიანია. ამჟამად მიმდინარეობს ამ საქმეზე დაკვირვება. არავის არ გაუჩნდეს ილუზია, რომ კუტალაძეს 7 წლით გაუშვებენ ციხეში და ეს ამბავი შერჩებათ. თავად ჩავუდგები სათავეში საპროტესტო აქციებს, რომელსაც საფრანგეთში მცხოვრები ემიგრანტები გავმართავთ საქართველოს საელჩოსთან. ევროპის სხვა ქვეყნებში მცხოვრები ემიგრანტებიც ჩაერთვებიან ამ საქმეში, ევროპის ბევრ ქვეყანაში გაიმართება აქციები. პირადად ჩავალ სტრასბურგში, ჩავიტან მასალებს  საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ და შევხვდები ვისაც საჭიროა. პირადად დავძრავ საქმეს ვახტანგ გომელაურის წინააღმდეგ. დიდი ხმაური მოგყვება ამ ამბავს, სერიოზული საერთაშორისო რეზონანსი ექნება. ამ დღეში კი ამიტომ ვართ, რომ საზოგადოება არის ჩუმად, საპატრიარქო არის ჩუმად. ეს არის დანაშაულებრივი დუმილი. ეს აძლევს ლეგიტიმაციას იმ დევნას, შანტაჟს, თვალთვალს, უდანაშაულო ადამიანების ციხეებში გაშვებას და ათას უბედურებას, რასაც ეს ხელისუფლება აკეთებს. ეს არის საპატრიარქოს გარიგება ხელისუფლებასთან. არ აწყობთ საპატრიარქოს ქურუმებს, რომ ვიღაცას დაეყენებინა საპატრიარქოს მორალური პასუხისმგებლობა ერის წინაშე. ეს პასუხისმგებლობა რომ აირიდოს საპატრიარქომ, ამისთვის სხვა და სხვა ე.წ. პატრიოტულ ჯგუფებთან და კერძო პირებთან აქვს ალიანსი. ანდრია ჯაღმაიძე, საპატრიარქოს პრეს-სამსახურის უფროსი აგვარებს ასეთ საქმეებს. ამ ჯგუფებთან და პირებთან ფარულად და შეთანხმებით  მოქმედებს, რომ მათთან ერთად გაენეიტრალებინათ ის ადამიანები, რომლებიც დასვამდნენ საპატრიარქოს პასუხისმგებლობის საკითხს, მორალის, ღირსებისა და რწმენის შეურაცხყოფის გამო. პასუხს ვითხოვ საპატრიარქოსგან, იმ აქციის ორგანიზატორებისგან – რატომ  ზის ციხეში კუტალაძე და რატომ ემუქრება მრავალწლიანი პატიმრობა? კუტალაძე ხომ იმ ღირებულებების მატარებელია, რომელთა დაცვაც საპატრიარქოს საქმეა და რომელთაც, რომ ჰკითხო, აქციის ორგანიზატორები იცავენ სხვების ხელყოფისგან? “ქართულ ოცნებას” ჰყავს პოლიტიკური პატიმრები, ჰყავს პოლიტიკური დევნილები. სხვა რაღა უნდა ვთქვა, ბავშვის, რაფალიანცის სისხლით მოვიდნენ ხელისუფლებაში. პატარა ბავშვი შესწირეს ხელისუფლებაში მოსვლას და ეგენი ვინმეს დაინდობენ?

ერთსაც დავამატებ. დავით კუტალაძის დაჭერას, ასევე, ხელმძღვანელობდა დეპუტატი მამუკა მდინარაძე. იმ პოლიტიკური ძალის ლიდერებმა, რომლებიც 5 ივნისის აქციის ორგანიზატორები იყვნენ, მანქანაც კი უყიდეს მამუკა მდინარაძეს, რომლითაც აქეთ-იქით “დაკატაობს”. ადამიანის პატიმრობა ისეთი ბრალდებით, რომელიც მას არ ჩაუდენია, ეს არის კრიმინალი, დანაშაული. ჩვენ არ გავჩერდებით, ყველა ქვეყნის საელჩოს და გავლენიან უფლებადამცველ ორგანიზაციებს ჩავაყენებთ საქმის კურსში.

პ.ს. თუ ზემოთ ნახსენებ პირებს კომენტარის გაკეთების სურვილი გაუჩნდებათ, სიამოვნებით მოვუსმენთ და მათ პოზიციებსაც გავაშუქებთ – 593517337

თეგები: დავით ნემსაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025
„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025
“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი
ახალი ამბები

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი

20:25 06-02-2025
აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025

ბიზნესი

ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე, ცხრა წლის მანძილზე ყველაზე მეტი ბიზნესი დარეგისტრირდა
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე, ცხრა წლის მანძილზე ყველაზე მეტი ბიზნესი დარეგისტრირდა

13:11 06-17-2025
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მაცხოვრებლებისთვის
ახალი ამბები

სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მაცხოვრებლებისთვის

12:46 06-17-2025
თიბისი IT აკადემიის ყველაზე მოთხოვნად კურსებზე რეგისტრაცია იწყება
ახალი ამბები

თიბისი IT აკადემიის ყველაზე მოთხოვნად კურსებზე რეგისტრაცია იწყება

15:25 06-16-2025
ექსპრეს ლომბარდი საქართველოში ოქროს ნაკეთობების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შემფასებელია!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საქართველოში ოქროს ნაკეთობების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შემფასებელია!

15:18 06-16-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved