• რეკლამა
  • კონტაქტი
15:28, ხუთშაბათი, 10 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კუპიანსკის მერმა რუსებს ქალაქი ჩააბარა

ალია ავტორი - ალია
01:07 02-28-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
92

უკრაინის ქალაქ კუპიანსკის მერმა ქალაქი რუსებს ჩააბარა.

ოპოზიციური პლატფორმა სიცოცხლისთვის წევრმა, გენადი მაცეგორმა ვიდეო ჩაწერა, რომელშიც ყვება, რომ რუსეთის ჯარების ბატალიონის მეთაურმა მათ მოლაპარაკებების დაწყება შესთავაზა, ქალაქზე შტურმის სანაცვლოდ, რაზეც, კუპიანსკის მერის თქმით, ის დათანხმა.

“კიდევ ერთმა რთულმა დღემ ჩაიარა ჩვენი ქალაქისთვის, პირადად ჩემთვის, მათთვის, ვინც ბოლო 4 დღე ჩემ გვერდით იყო. მორიგე ნაწილის დაურეკა რუსეთის ჯარების ბატალიონის მეთაურმა მოლაპარაკებების შემოთავაზების თაობაზე. სხვა შემთხვევაში, ქალაქზე დაიწყება შტურმი, ყველა შედეგით. გადავწყვიტე, მივიღო მონაწილეობა მოლაპარაკებებში, რათა თავიდან ავიცილოთ ადამიანური მსხვერპლი და ნგრევა ქალაქში – ყველა იმ სტრუქტურებისა, რომლებსაც ცხოვრებაში ვეღარ აღვადგენთ.

ჩემთან მოლაპარაკებებზე იყო პოლიციის უფროსი, ნატალია შევჩენკო. ჩვენ ვისაუბრებთ სამხედროების მოქმედებებზე, რომელთა მიზანია ქალაქში შესვლა, წესრიგის უზრუნველყოფა, მოსახლეობის დამშვიდება და დამარწმუნეს, რომ ეს არანაირად არ აისახება ქალაქის ცხოვრებაზე. ქალაქში იქნება წესრიგი. ასევე, მთელი დღევანდელი დღის განმავლობაში წესრიგს უზრუნველყოფდა ჩვენი რაიონის განყოფილება, ჩვენი პატრული, რომლებიც იცნობენ ქალაქის მცხოვრებლებს და რომლებიც მხარში მედგნენ მთელი ეს ოთხი დღე”. – ჰყვება ის.

მაცეგორი ვიდეოში კუპიანსკის მაცხოვრებლებს მოუწოდებს, რომ “თამამად გამოძვრნენ სარდაფებიდან”, რადგან სერიოზულ დაბომბვამდე მათ გააფრთხილებენ.

“მე მივიღე ეს გადაწყვეტილება და გადაწყვეტილება ჩემზეა, ყველაფერი, რაც ქალაქში ხდება, ჩემი პასუხისმგებლობააა, მე ვრჩები ქალაქში მთელი ეს დრო, ასე იქნება შემდგომშიც. იმუშავებს საავადმყოფო, სკოლა, ბაღები, ხვალიდან ვმუშაობთ ჩვეულ რეჟიმში. არ გვეშინია პროვოკაციების, რომლებზეც, სამხედროების თქმით, მათი რეაგირება იქნება სათანადო. ყველა პროვოკაცია აისახება ჩვენზე, ჩვენი ქალაქის მცხოვრებლებზე. უნდა გავერთიანდეთ და ავაწყოთ ნორმალური ცხოვრება. ჩვენი სიცოცხლე დამოკიდებულია ჩვენზე, ჩვენს მოქმედებაზე, იმაზე, ახლა რა რეკომენდაციას გავუწევთ საკუთარ თავს. ამიტომ, თამამად გამოძვერით სარდაფებიდან, თავშესაფრებიდან, სერიოზულ დაბომბვებზე გაგვაფრთხილებენ, რათა მოსახლეობა დაცული იყოს”, – ამბობს გენადი მაცეგორი.

წყარო: „ტაბულა“

თეგები: რუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:22 09-10-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება

15:03 09-10-2026
თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა
ახალი ამბები

თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა

14:39 09-10-2026
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

15:37 09-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved