• რეკლამა
  • კონტაქტი
03:05, შაბათი, 8 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კუბოები გინდათ?” მოგვაძახა და აი, ახდა… ვერ გაიგო, რომ არაფერი ხალხს არ დაუშავებია, მათ შორის, დიახ, მათაც “ანტივაქსერებს” რომ ვეძახით” – ვიკა ბუკია

ალია ავტორი - ალია
19:40 08-20-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
72

ჟურნალისტი, ვიკა ბუკია:

იმის ნაცვლად “კოვიდთან თანაცხოვრება” გვესწავლა “სიკვდილთან თანაცხოვრებას” ვსწავლობთ. ესაა: ჩვენ და სიკვდილი ვთანავცხოვრობთ ახლა.

მთელი პანდემიის პერიოდში მშვიდად ვიყავი. მშვიდად ვხეხავდი ფეირით გლოვოს კურიერის მოტანილ პროდუქტს; მშვიდად გავაჩინე ნინია არათუ იზოლაციაში, არამედ უსასტიკეს კომენდანტში, რაც კი გვქონია. მშვიდად ვიტანდი მშობლებთან განშორებას, რომელსაც ჩვენ “დისტანცია” დავარქვით. რომ მცოდნოდა რომ ეს მამას ბოლო წელია, ალბათ ამ დისტანციას ყველაზე დიდ ურთიერთობად გადავაქცევდი. მაგრამ მაშინ არაფერი არ ვიცოდი და ვხედავდი თვეების განმავლობაში მშობლებს ფანჯრიდან.

კიდევ კარგი. იმიტომ რომ პირველი ინფიცირებული გავხდი, რომელსაც N40 კი არ დაირქვა, არამედ იყო ვიკა. ვინ იფიქრებდა? ზუსტად მაშინ როცა ვარკვევდი ვინაა ეს “დონა”, რა კლასტერია, რა ნამცხვრებია.. თურმე მე ვირუსი მქონდა, ზუსტადაც დონასგან მოტანილი. ასე მარტივად ხდება ეს ყველაფერი. ღლიცინებ ამ დონაზე, ნამყოფიც არ ხარ მათთან და თურმე დონას კლასტერი ხარ. ვწერდი პირველივე წამიდან სიმპტომების შესახებ, პანიკის და პათეტიკის გარეშე, არ ვიმალებოდი, ასე ძალიან რომ მოდაში იყო მაშინ. მინდოდა მომეთხრო საქმიანად და თუ რაღაც მომენტში ემოცია, უფრო უფრო დიდი დოზით იგრნობოდა, ვიდრე სიმპტომების აღწერა – ეგეც კოვიდი იყო (ვიკასთან ერთად). მერე დავმშვიდდი. ჩემში თავმოყრილი ანტისხეულების და აცრილი ოჯახის წევრების გამო.

მაგრამ მერე ისე ახლოს მოვიდა სიკვდილი რომ ჩემი ახლობლების ახლობლებსაც კი მიწვდა. მერე ჩემს ახლობლებს. მერე მთლად ჩემს ძალიან კარგ მეგობრებს ნიუს-ფიდში. და დასახლდა აქ, ჩემი ფრენდების კედლებზე და არსად წასვლას არ აპირებს. იცვლება შტამები და უფრო და უფრო სასტიკი ხდება სიკვდილი, რომელიც მოვიშინაურეთ. ყველანაირი სიკვდილი სასტიკია, კი, და უდროოც და ყოველთვის შემზარავი, მაგრამ როცა ახალგაზრდა, ძალიან ლამაზი, ჯერ კიდევ ცხოვრებისგან უჭკნობი ადამიანები მიყავს ვირუსს, ადამიანები რომელთა ცხოვრება სავსეა ყველაზე საინტერესო ეპიზოდებით, პატარა ბავშვებით, გეგმებით, ქაოტური ყოველდღიურობით – ამაზე დიდი სისასტიკე რა არის? მოდის კოვიდი და გვართმებს ამ ხმაურიან, ლამაზ ადამიანებს. არასდროს არ ვყოფილვარ ასეთ პანიკაში, როგორც ახლა ვარ. ჩემს თვალწინ ვითარდება ყველაზე ცუდი სცენარი, რაც კი მოგვისმენია მთელი ამ პერიოდის განმავლობაში კოვიდის შესახებ. “კუბოები გინდათ?” მოგვაძახა ერხელ, ერთმა ძალიან უხეშმა კაცმა და აი, ახდა. უბრალოდ იმ კაცმა დღესაც ვერ გაიგო, რომ ჩვენ არ ვართ ამ ნიშნისგების ადრესატი. არაფერი ხალხს არ დაუშავებია. მათ შორის, დიახ მათაც “ანტივაქსერებს” რომ ვეძახით.


მაშინ როცა გვეუბნებოდნენ რომ უნდა ვისწავლოთ “კოვიდთან თანაცხოვრება” ახლა ვსწავლობთ “სიკვდილთან თანაცხოვრებას”. და ყველაზე ნაკლებად ხალხია ამაში დამნაშავე. ყველაზე მეტად კი ის, ვინც კოვიდის ახალ ტალღას უვიცობა, სიშტერე და არჩევნები შეაგება.

ბოდიში, რომ დაგხშხამეთ.

ეს ლამაზი გოგო კიდევ ერთი ორსულია. 3 დღის წინ დაკრძალეს.”

თეგები: ვიკა ბუკია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved