საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ მიუღებელია ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადება ე.წ. კარტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით და არავის მისცემს უფლებას დავით გარეჯი სასაცილოდ მოიხსენიოს.
“კუბილიუსმა თქვა, რომ დავით გარეჯის თემა, რომელიც დღეს საზოგადოებისთვის არის საინტერესო, სასაცილოაო. ჩვენთვის დავით გარეჯი ნამდვილად არ არის სასაცილო და მე პირადად გაოცებული ამ კომენტარით. ჩვენთვის ასეთ მნიშვნელოვან საკითხს ასეთ შეფასებას აძლევს, ვფიქრობ, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი და იმედი მაქვს, კუბილიუსი ამ თავის განცხადებაზე გააკეთებს განმარტებებს”
სინამდვილეში კი კუბილიუსმა თქვა: – “სასაცილოა. “ქართული ოცნება” პოლიტიკურ ოპოზიციას იმის გამო ადანაშაულებს, რომ რეალური პრობლემებიდან – პანდემიის მიმართ ცუდი რეაგირებისა და შეჩერებული ეკონომიკისგან – ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოს”
ამ მომენტისთვის უცნობია, რა იგულისხმა არჩილ თალაკვაძემ და თვლის თუ არა, რომ დავით გარეჯი და “ქართული ოცნება” იდენტურია? აკი, კუბილიუსმა “ოცნების” საქციელს უწოდა სასაცილო.
კომენტარები