• რეკლამა
  • კონტაქტი
20:40, ხუთშაბათი, 21 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კრიზისში მყოფ 79 ქვეყანას საპონზე 15%-იანი იმპორტის გადასახადი აქვს დაწესებული”

ალია ავტორი - ალია
19:12 04-16-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

კორონავირუსის პანდემიამ ვაჭრობის ხელშეწყობის აუცილებლობა დაგვანახა, არა მხოლოდ სამედიცინო ტვირთების მიმოცვლისთვის, არამედ ეკონომიკის გასაძლიერებლად.

COVID-19-ის გლობალური პანდემია შეგვახსენებს, რომ მსოფლიო მჭიდროდ ურთიერთდაკავშირებული ადგილია და გლობალური პრობლემები გლობალურ გადაწყვეტას და სიტუაციის ფხიზლად შეფასებას საჭიროებს.

ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ფიზიკური საზღვრები იკეტება, მაგრამ კრიზისი აშკარას ხდის ისეთი მნიშვნელოვანი კავშირების გაუმჯობესების აუცილებლობას, როგორიცაა ვაჭრობა. რამდენად შესაძლებელია სავაჭრო ნაკადების შენარჩუნება მაშინ როცა ყველას ყურადღება სასაზღვრო შეზღუდვებისკენაა მიპყრობილი? როგორ გაგრძელდეს საქონლის მიმოცვლა, თუ ფინანსური სისტემები, რომლებზეც კომპანიები არიან დამოკიდებულნი, პრობლემებს აწყდებიან?

გარდა იმისა, რომ გლობალურ ვაჭრობას ყოველდღიურ ცხოვრებაში დიდი მნიშვნელობა აქვს, ქვეყნებს მარტივი წვდომა ესაჭიროებათ მედიკამენტებზე, სამედიცინო აღჭურვილობასა და მოსახლეობის ჯანდაცვისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სხვა საქონელზე. მსოფლიოს მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა აწარმოებს საკუთარი მოსახლეობისთვის საჭირო ყველა პროდუქტს, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული საქონლის სავაჭრო ნაკადი ჩაკეტილი საზღვრების გამო არა თუ არ უნდა შეწყდეს, არამედ პირიქით, მოძრაობას ხელი უნდა შეეწყოს.

ბოლოდროინდელმა კვლევამ აჩვენა, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის 164 წევრი ქვეყნიდან მხოლოდ 50 ქვეყანა ათავისუფლებს სამედიცინო მოწყობილობებს იმპორტის გადასახადისგან. კრიზისში მყოფ 79 ქვეყანას საპონზე 15%-იანი იმპორტის გადასახადი აქვს დაწესებული ­— აღნიშნულია პროფესორ საიმონ ჯ. ევენეთის კვლევაში, შვეიცარიის საერთაშორისო ეკონომიკების ინსტიტუტისა და ეკონომიკის დეპარტამენტიდან.

კვლევაში ნათქვამია, რომ „საპონზე დაწესებული გადასახადი წარმოადგენს ჰიგიენაზე დაწესებულ გადასახადს, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს კორონავირუსის გავრცელებას“.

გონივრული იქნება მთავრობებმა მოხსნან სავაჭრო ბარიერები COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში კრიტიკულად მნიშვნელოვან საქონელსა და კომპონენტებზე.

უკვე ზეწოლას განიცდიან გლობალური ეკონომიკები, ფინასური სისტემები და მჭიდროდ ურთიერთდაკავშირებული მიწოდების ჯაჭვები. დახურულია ქარხნები, ბევრ ქვეყანაში შეზღუდულია მოძრაობა და იზრდება შიშები, რომ ჯანდაცვის კრიზისმა შესაძლოა 2008-2009 წლების გლობალური ფინანსური კრიზისის განმეორება ან მისი კიდევ უფრო მძიმე ფორმით დაბრუნება გამოიწვიოს.

აზიის განვითარების ბანკის ბოლოდროინდელი კვლევის თანახმად, პანდემიის აფეთქება მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას იქონიებს აზიის განვითარებად ეკონომიკებზე, მრავალი მიმართულებით, მათ შორისაა შიდა მოთხოვნის მკვეთრი კლება, ტურიზმისა და სამსახურებრივი მივლინებების კლება, ვაჭრობისა და მრეწველობის ჯაჭვის შესუსტება, მიწოდების კუთხით არსებული ხარვეზები და გავლენა ჯანდაცვაზე.

ეკონომიკური ზარალის მასშტაბი დამოკიდებულია პანდემიის განვითარებაზე, რაც ამ ეტაპზე რთულად პროგნოზირებადია.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე კრიზისი არ წარმოადგენს გლობალური ფინანსური კრიზისის განმეორებას, რაც ფინანსური მაქინაციების, პრობლემური სესხებისა და არასათანადო კაპიტალიზაციის ერთიანობამ გამოიწვია.

მიმდინარე კრიზისი დაკავშირებულია მოკლევადიან მიწოდება-მოთხოვნის შოკთან, ან სათანადო მართვის შემთხვევაში, შესაძლებელია მისი ამ დონემდე შემცირება. შესაბამისად, ის ყურადღებით შესწავლას საჭიროებს, რადგან მეორდება რეალური და ფინანსური მიწოდების ჯაჭვის მეშვეობით. ზოგიერთი ცვლილება უკვე გატარდა, ზოგიერთიც ჯერ ისევ დასაგეგმია.

ფინანსური და მატერიალური წარმოების დარგების მოკლევადიანი შოკისგან თავის დაღწევაში დასახმარებლად და საშუალო ან გრძელვადიანი ეკონომიკური და ფინანსური კრიზისის თავიდან ასაცილებლად, საბანკო სექტორმა სასურველია ვალდებულებებზე სამთვიანი საშეღავათო პერიოდი დააწესოს, როგორც ბანკთაშორის, ასევე ბანკებსა და მათ კომერციულ და საცალო კლიენტებს შორის. რა თქმა უნდა, აღნიშნული უნდა შეეხოს სავაჭრო სესხებსაც.

სასურველია მთავრობებმა განიხილონ მოსახლეობისთვის 12 თვიანი გარანტირებული მინიმალური შემოსავლის შესაძლებლობა. ეს ხალხს კრიზისის დროს თავის გატანაში დაეხმარება და შეამცირებს პოტენციურად დამანგრეველ ეკონომიკურ ზემოქმედებას, რასაც უკიდურესად დაბალი მოთხოვნა და სახლში, შემოსავლის გარეშე დარჩენილი მომხმარებელი გამოიწვევს.

პანდემიის დროს ტრანსსასაზღვრო ვაჭრობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია

შთამბეჭდავია იმის ნახვა, თუ როგორ უმკლავდება ხალხი მათ წინაშე არსებულ გამოწვევას. თუ შევადარებთ 12 წლის წინანდელ კრიზისს, დღეს ვაჭრობის დაფინანსებაში არსებული კოორდინაცია და მართვა პრობლემების დანახვისა და ზომების მიღების საშუალებას ბევრად უფრო სწრაფად იძლევა.

ვირუსის დამარცხების მიზნით, აზიის განვითარების ბანკი ხელს უწყობს იმ კომპანიებს, რომლებიც ახორციელებენ მედიკამენტებისა და სხვა საჭირო ნივთების წარმოებასა და დისტრიბუციას. აღნიშნული მხარდაჭერა, რომელიც ხორციელდება კომერციულ ბანკებთან თანამშრომლობით, დამატებითი სამუშაო კაპიტალით ეხმარება კომპანიებს აზიასა და წყნარ ოკეანეთში, საქმიანობის გაფართოებისა და სხვა საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით.

ჩვენი მხარდაჭერა გულისხმობს „მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში 200 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას ვირუსის წინააღმდეგ სასიცოცხლო მნიშვნელობის სამეციდინო პროდუქციის — ტესტების, N95 ნიღბების და ხელოვნური სუნთქვის აპარატების მწარმოებელი კომპანიებისთვის.

იმის გათვალისწინებით, რომ მიწოდების ჯაჭვის ერთი ჯგუფის დაფინანსება ხმარდება შემდგომ მიწოდებას, დაახლოებით 120-180 დღის განმავლობაში, აღნიშნული ინსტრუმენტით შესაძლებელია დახმარების უზრუნველყოფა მომდევნო 12 თვის განმავლობაში, 400 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსებით. პარტნიორ კომერციულ ბანკებთან ერთად რისკების 50/50-ზე გადანაწილებით, შესაძლებელი იქნება აღნიშნული ინსტრუმენტის ფარგლებში, იმავე ვადებში მხარდაჭერის 800 მილიონ დოლარამდე გაზრდა.

ასევე ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან მსგავსი საქონლის მიწოდების ჯაჭვის, მათ შორის ცალკეული კომპონენტების მწარმოებელი კომპანიების აღრიცხვაზე. სულ მცირე რამდენიმე პროდუქტის სრულად აღრიცხვისთანავე მიზნად ვისახავთ აღნიშნული ინფორმაციის გასაჯაროებას, რათა ბანკებმა და ინვესტორებმა შეძლონ მიწოდების მთელ ჯაჭვში ჩართული კომპანიების მხარდაჭერა.

აზიის განვითარების ბანკის „ვაჭრობის დაფინანსების პროგრამა“ ასევე მალე გააკეთებს განცხადებას მისი ფინანსური რესურსების ზრდის შესახებ, რაც თავის მხრივ დაგვეხმარება ხელი შევუწყოთ ბანკებს უზრუნველყონ ვაჭრობის დაფინანსება საკმარისი თანხებით, რათა არ მოხდეს ვაჭრობის ნაკადების შემცირება. აღნიშნული იქნება კრიზისზე რეაგირების ძლიერი ინსტრუმენტი, როგორც 10 წლის წინ, ათეულობით ქვეყანაში ასეულობით ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულებების გამო, რაც ძალიან კარგ საშუალებას წარმოადგენს დაუყოვნებლივ საჭირო დახმარების მიწოდების კუთხით. ჩვენ ვაპირებთ აღნიშნული პროგრამის მანდატის გაზრდას, რათა მან ასევე მოიცვას გადაუდებელი სიტუაციების დროს შიდა ტრანზაქციების მხარდაჭერის კომპონენტი.

ახლა პანიკის დრო არ არის. ჩვენი ამჟამინდელი ქმედებები გადაწყვეტს იქნება კრიზისი ხანმოკლე, მივიღებთ ძლიერ შოკს თუ ხანგრძლივ დაღმასვლას.

ავტორი: სტივენ ბექი, ვაჭრობის დაფინანსების ხელმძღვანელი, აზიის განვითარების ბანკი

წყარო – კომერსანტი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი სალომბარდე მომსახურების ახალ სტანდარტს ამკვიდრებს საქართველოში

17:54 08-21-2025
შენ არასდროს ივლი მარტო – გიორგი მამარდაშვილი x თიბისი
ახალი ამბები

შენ არასდროს ივლი მარტო – გიორგი მამარდაშვილი x თიბისი

15:14 08-21-2025
“გურმან აკადემია”- სწრაფი კვების ობიექტი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“გურმან აკადემია”- სწრაფი კვების ობიექტი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:17 08-21-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა –   სავალუტო კონვერტაციების დინამიკის შეფასება
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა – სავალუტო კონვერტაციების დინამიკის შეფასება

11:12 08-21-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved