• რეკლამა
  • კონტაქტი
22:40, ხუთშაბათი, 19 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კრემლში „პატრიოტთა ალიანსის“ მიმართვას დადებითად შეხვდნენ – ТАСС

ალია ავტორი - ალია
22:26 08-13-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

რუსეთის ხელისუფლება იზიარებს შეშფოთებას საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობის ამჟამინდელი მდგომარეობისა და მოწოდებას ამ ურთიერთობების გაუმჯობესების შესახებ, – იტყობინება საინფორმაციო სააგენტო ТАСС-ი. სააგენტოს თანახმად, ამის შესახებ ინფორმაცია მათ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მიერ რუსეთის პრეზიდენტისადმი გაგზავნილი ღია წერილის კომენტირებისას კრემლის პრესსამსახურისგან მიიღეს.

„ჩვენ ვიზიარებთ წერილში გამოთქმულ შეშფოთებას ორმხრივი ურთიერთობების ამჟამინდელ მდგომარეობასთან და მათ გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. რუსეთი ყოველთვის მხარს უჭერდა კონსტრუქციულ ურთიერთობებს საქართველოსთან. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ არ ვყოფილვართ ამ ურთიერთობების გაწყვეტის ინიციატორები“, – ТАСС-ის თანახმად, ასე აღნიშნეს კრემლის პრესსამსახურში.

სააგენტოს ცნობით, კრემლმა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მიმართვას უწოდა აშკარა დადასტურება იმისა, რომ რუსოფობებისა და რადიკალების ყველა მცდელობის მიუხედავად, საქართველოში არსებობენ გონიერი ძალები, რომლებიც მხარს უჭერენ ორ სახელმწიფოს შორის კეთილმეზობლური კავშირების აღდგენას. ამავე ინფორმაციით, კრემლის პრესსამსახურში აღნიშნავენ, რომ რუსულ-ქართული დიალოგი გრძელდება, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და კარასინ-აბაშიძის არაფორმალური ორმხრივი დიალოგის ფორმატში, „რომლის წყალობითაც სავაჭრო და ჰუმანიტარულ სფეროებში გარკვეული შედეგებია მიღწეული“.

„პატრიოტთა ალიანსმა“ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 2 აგვისტოს მიმართა. პარტიის გენერალური მდივანმა ირმა ინაშვილმა წერილი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. ღია წერილში პარტიამ ვლადიმირ პუტინს დაძაბულობის განმუხტვის, ორ ქვეყანას შორის ყველა დონეზე დიალოგის, ქვეყნებს შორის კულტურულ-სოციალური ურთიერთობების აღდგენისა და საერთო ენის გამოსანახად საინფორმაციო სივრცის გახსნისთვის მიმართა. ღია წერილს ხელს 42 ადამიანი აწერდა.

წყარო – რადიო თავისუფლება

“ყველა მამაძაღლს ერთად ვპასუხობ…” – ირმა ინაშვილი
თეგები: ირმა ინაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved