საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
უკრაინელებმა საერთაშორისო ლეგიონერებთან ერთად ხარკოვის რაიონის ქალაქი კუპიანსკის ცენტრი სრულად გაწმინდეს და გაათავისუფლეს, ხოლო შენობებზე სახელმწიფო დროშა და ნაციონალისტური სიმბოლიკა აღმართეს.
მოგეხსენებათ დეკემბრის დასაწყისში უკრაინელებმა რუსული ნაწილები ქალაქის ცენტრში ალყაში მოაქციეს. არადა პუტინს ჯერ კიდევ 20 ნოემბერს ქალაქი დაკავებულად ჰქონდა გამოცხადებული და სოპეციალური საზეიმო დაჯილდოებაც გადახდილი, რაც მაშინაც ტყუილი იყო და ბრძოლა კვლავ გრძელდებოდა. ეს ყველაფერი კი ჯერ კიდევ დეკემბერში კრემლისათვის დამამცირებელ რეალობად გადაიქცა.შემდეგი იყო მთელი დეკემბრის კამპანია, რომ თითქოს რუსები ქალაქს მაინც დაიკავებდნენ და რომ თითოქს უკრაინელები მხოლოდ ქალაქის გარეუბანში იყვნენ.ეს ყველაფერი ამ ეტაპზე დამთავრდა იმით, რომ ახლა, ქალაქის ცენტრში უკრაინული დროშა აღიმართა და რუსული ნაწილები განადგურდნენ ან ტყვედ ჩაცვივდნენ.
ამ ომში კუპიანსკი უკვე მეორედ გაათავისუფლეს უკრაინელებმა.














კომენტარები