თინა კანდელაკს ყაზახეთში შესვლა აუკრძალეს. ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ დაუშვებს თინა კანდელაკს ქვეყანაში – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა აიბეკ სმადიაროვმა ბრიფინგზე:
„თუ საჭირო იქნება, ზომები მიიღება. სახელმწიფო ამას არასოდეს აპატიებს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის ჩამოვიდეს ყაზახეთში და რომც მოინდომოს, ვერ შემოვა“
მიზეზი კი კრემლის პროპაგანდისტის განცხადება გახდა, სადაც მან ყაზახებს მანქურთები უწოდა.
კომენტარები