• რეკლამა
  • კონტაქტი
13:39, სამშაბათი, 23 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კრემლი შეიძლება ამზადებს “ცრუდროშით” სამხედრო ოპერაციას” – ლაგაზიძე

ალია ავტორი - ალია
13:15 11-03-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
140

უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე, კვირის პალიტრასთან, ამბობს:

დღეს არავის შეუძლია იმის დანამდვილებით თქმა, გამოიყენებს თუ არა პუტინი ბირთვულ იარაღს. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ვისაუბროთ მის სავარაუდო მოტივებზე. ბოლო დროს ინტენსიურად მიმდინარეობს საუბარი არა ტაქტიკური ბირთვული იარაღის, არამედ ე.წ. ბინძური ბომბების გამოყენებაზე, რომელიც რადიაქტიური ნარჩენებისგან კეთდება, მათზე კი რუსებს ხელი მიუწვდებათ ზაპოროჟიეს ატომურ სადგურშიც, რომელიც ახლა მათ ხელშია. ბოლო დღეებში რუსეთის თავდაცვის მინისტრი შოიგუ აქტიურად ეკონტაქტებოდა ამერიკელ და ევროპელ კოლეგებს და მორიგ დეზინფორმაციას აწვდიდა იმის თაობაზე, რომ თითქოს უკრაინას სურს საკუთარ ტერიტორიაზე გამოიყენოს “ბინძური ბომბები”. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ამ ნათქვამიდან დასავლეთის ყველა ლიდერმა ერთნაირი დასკვნა გამოიტანა – კრემლი შეიძლება ამზადებს სამხედრო ოპერაციას ე.წ. ცრუდროშით. “ცრუდროშის” ოპერაცია საინფორმაციო ნიადაგის მომზადებაა იმისთვის, რომ მოწინააღმდეგეს დააბრალო ის, რის გაკეთებასაც თავად აპირებ. ესე იგი, მოსკოვს შეიძლება სურს თავად გამოიყენოს უკრაინაში რადიაციული ნარჩენებით სავსე ბომბები და შემდეგ უკრაინას დააბრალოს. წესით, პუტინმა უნდა იცოდეს, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებას, ტაქტიკური ატომური იარაღი იქნება თუ “ბინძური ბომბები”, რუსეთისთვის უმძიმესი შედეგი მოჰყვება, რაც პირადად მისთვის ჰარაკირის ტოლფასია. ამერიკულ და არა მარტო ამერიკულ პრესაში სხვადასხვა ვერსია განიხილება იმის შესახებ, თუ რითი შეიძლება უპასუხოს ამერიკამ უკრაინაზე ბირთვულ დარტყმას: დაწყებული შავი ზღვის ფლოტის განადგურებით, დამთავრებული კონვენციური შეტევებით თავად რუსულ ინფრასტრუქტურაზე. აქცენტი კეთდება იმაზეც, რომ უკრაინა-ნატოს წევრი ქვეყნების საზღვარზე ამერიკის სპეციალური დანიშნულების ნაწილები განლაგდნენ. მართალია, ეს მოსაზრება არ გაუხმაურებიათ ოფიციალურ პირებს, მაგრამ პრესასა და მედიაში აქტიურად ვრცელდება, რაც ინფორმაციის მიზანმიმართულად გაჟონვას ანუ რუსეთის­ ირიბად გაფრთხილებასაც მოასწავებს. იოლი წარმოსადგენია, პირად საუბრებში ამერიკის თუ ნატოს წევრი სხვა სახელმწიფოების ლიდერები რუსეთის ოფიციალურ პირებს რა კონტრზომების გამოყენებაზე ელაპარაკებიან, თუ პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენებას გადაწყვეტს.

ძალიან მნიშვნელოვანია დასავლელი ლიდერების მიერ პუტინის გარემოცვის დარწმუნება იმაში, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება მათი გადარჩენის კი არა, დასასრულის გზაა. არანაირი კითხვის ნიშანი არ უნდა დაუტოვონ, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში ისინი ხელისუფლების შენარჩუნებას კი არა, ფიზიკურად გადარჩენასაც კი ვერ შეძლებენ. ახლა ყველაფერი დასავლეთზეა, ვინაიდან, კაცმა არ იცის, რას იზამენ კედელთან მიყენებული პუტინი და მისი გარემოცვა. მეორე მხრივ, არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ რუსეთის ბოლოდროინდელი რიტორიკა შანტაჟი იყოს, რათა დასავლეთის ზეწოლით უკრაინას მოლაპარაკება აიძულოს. ასეთი ფიქრის საფუძველს მაძლევს ბევრი გავლენიანი სამხედრო ექსპერტის შეფასება იმის შესახებ, რომ რუსეთის თავდასხმითი პოტენციალი უკიდურესად შემცირებულია და ახლა, ძირითადად, თავდაცვის რესურსი აქვს შერჩენილი. ამიტომ დრო რუსეთის სასარგებლოდ არ მუშაობს და ამას ყველაზე კარგად კრემლი გრძნობს. ამასთან, რუსეთის ხელისუფლება ფიქრობს, რომ ძალაუფლების შესანარჩუნებლად აუცილებელია უკრაინაში ოკუპირებული ტერიტორიის შენარჩუნება. შეიძლება ეს შანტაჟიც დიდწილად ამ მიზანს ემსახურებოდეს. სხვათა შორის, რუსეთი მხოლოდ იარაღით არ იბრძვის ბრძოლის ველზე, პუტინი ისევ ცდილობს შავი ფულის მეშვეობით გავლენა გააძლიეროს დასავლელ პოლიტიკოსებზე. მას ისედაც ძალიან ბევრი გავლენის აგენტი ჰყავდა დასავლეთში. ეს უკრაინაში ომის დაწყების წინა პერიოდში კარგად გამოჩნდა. ახლა, როდესაც თვითგადარჩენის რეჟიმშია გადასული, ყველანაირად ეცდება მთელი ფინანსები და გავლენის აგენტების არმია მომართოს იმისთვის, რომ დასავლეთის პოლიტიკურ წრეებსა და საზოგადოებებში შეამციროს უკრაინისთვის მხარდაჭერა და მოამწიფოს ვითარება მოლაპარაკების მაგიდასთან უკრაინის დასასმელად.

 

თეგები: ხათუნა ლაგაზიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

„თბილღვინომ“ ღვინის მაღაზია და ბარი – The Wine – გახსნა – თიბისი
ახალი ამბები

„თბილღვინომ“ ღვინის მაღაზია და ბარი – The Wine – გახსნა – თიბისი

13:15 12-23-2025
CashBack-ის და Visa-ს საახალწლო აქცია იწყება
ახალი ამბები

CashBack-ის და Visa-ს საახალწლო აქცია იწყება

12:58 12-23-2025
თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება სითი მოლში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება სითი მოლში

15:20 12-22-2025
თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved