ზაზა წერეთელი – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი:
ჩინური ვაქცინა
ჟურნალ ეკონომისტის ანალიტიკური განყოფილება – The Economist Intelligence Unit (The EIU) არის The Economist Group- ის კვლევისა და ანალიზის განყოფილება.
1946 წელს შექმნილ განყოფილებას 70 წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს, ბიზნესის, ფინანსური ფირმებისა და მთავრობების დასახმარებლად, რომ დაეხმარონ მათ გაიგონ, როგორ იცვლება სამყარო და რა შესაძლებლობებს და რისკებს ქმნის ეს ცვლილებები მათთვის.
ამ განყოფილებამ დღეს გამოქვეყნა მეტად საინტერესო ანალიტიკური რეპორტი – როგორ იყენებენ ჩინეთი და რუსეთი კოვიდ ვაქცინებს, როგორც ოქროს შესაძლებლობას, რომ გააძლიერონ თავიანთი გლობალური მდგომარეობა.
ამ რეპორტის მიხედვით (11 გვერდი) ჩინეთი და რუსეთი ბოლო თვეების განმავლობაში (ძირითადად) განვითარებად ქვეყნებს უგზავნიდნენ მილიონობით დოზას კორონავირუსის ვაქცინებს. ”ვაქცინის დიპლომატიის” ამ ოპერაციის საშუალებით, რუსეთი და ჩინეთი მიზნად ისახავს ვაქცინების საიმედო მიმწოდებლად ჩამოყალიბებას, მათი გლობალური არსებობის განმტკიცებას და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას მრავალ განვითარებად ქვეყანასთან, სადაც დასავლეთის გავლენა მცირდება.
ჩინეთი ასევე ცდილობს აღადგინოს თავისი გლობალური რეპუტაცია, რაც პანდემიის საწყის ეტაპზე დიდად დაზიანდა.
ვაქცინის დიპლომატიის გარიგებები განსხვავდება ფარმაცევტულ კომპანიებსა და მთავრობებს შორის გაფორმებული ჩვეულებრივი ხელშეკრულებებისგან: ვაქცინების დიპლომატიის გარიგებები იდება ორ სუვერენულ სახელმწიფოს შორის, რაც მათ (გეო) პოლიტიკურად აქცევს და არა ბიზნესზე ორიენტირებულ გარიგებებს.
რუსეთი და ჩინეთი იმედოვნებენ, რომ მიმღები სახელმწიფოები მადლიერნი იქნებიან მათი და გაუჭირდებათ მომავალში უარის თქმა, ჩინეთის ან რუსეთის თხოვნაზე. წინ მიმავალი გეგმებით ჩინეთიც და რუსეთიც ელიან, რომ მიმღები ქვეყნები მხარს დაუჭერენ მათ გაეროს გადწყვეტილებების განხილვისას, ხელს შეუწყობენ მათ ბუნებრივ რესურსებზე წვდომას, დააჩქარებენ ინვესტიციური პროექტების დამტკიცება, შეუწყობენ ხელს ვაჭრობას, ან თავდაცვის აღჭურვილობის მათგა შესყიდვას.
თუ გავითალისწინებთ იმ ფაქტს რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია შეიძლება გახდეს ყოველწლიური აცრა მინიმუმ ზოგიერთი ასაკობრივი ჯგუფისთვის, ეს მხოლოდ ხელს შეუწყობს ამ ტენდენციის განმტკიცებას.
ჩინეთი და რუსეთი თავიანთ ძალისხმევას მიმართავენ იმ რეგიონებზე, სადაც ისინი ემსახურებიან განვითარებადი ქვეყნების (მაგალითად, აზია ჩინეთისთვის) უპირატესობას, დასავლეთის ძალებს პირდაპირ ეჯიბრებიან გავლენისთვის (მაგალითად, აღმოსავლეთ ევროპა და განსაკუთრებით დასავლეთ ბალკანეთი, როგორც ჩინეთის, ასევე რუსეთი), ან სადაც მათ ჯერჯერობით მხოლოდ შეზღუდული ყოფნა აქვთ (როგორც ეს ლათინური ამერიკის შემთხვევაში ხდება, რომელიც ტრადიციულად ამერიკის გავლენის სფეროშია).
როდესაც საქმე ჩინეთს და ვაქცინას რომელსაც სახელმწიფო Sinopharm ხელმძღვანელობს, ჩინეთის მთავრობამ უპირატესობა მიანიჭა ჩინეთის პრეზიდენტის ინიციტივა „ერთი სარტყელი–ერთი გზა“ (BRI) მონაწილეებს (საქართველო წევრია ამ ინციატივის). ჩინეთის ხელისუფლება არ აქვეყნებს სრული მონაცემებს იმის შესახებ, თუ სად გაიგზავნა ვაქცინები, ალბათ ქვეყნების შედარების თავიდან ასაცილებლად. ახალი ამბების თანახმად, განსაკუთრებით დიდი შემოწირულობები გაიღეს კამბოჯაში (1.7 მლნ დოზა) და ფილიპინებზე (1 მლნ). ჩინეთი ასევე უზრუნველყოფს სესხებს მიმღები ქვეყნებისთვის ვაქცინების შესაძენად; ჩინეთის მთავრობამ პირობა დადო, რომ ამ მიზნით ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის ქვეყნებისთვის 1 მილიარდი აშშ დოლარის სესხს გასცემს.
ასეთი შემოწირულობები რამდენიმე მიზანს ემსახურება. მათი მიზანია შექმნას პოზიტიური გარემო მომავალი ორმხრივი ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობისთვის, ხელი შეუწყოს BRI ქვეყნების ეკონომიკურ აღდგენას (ზოგიერთ შემთხვევაში ჩინეთის საქონლის მიმწოდებელია) და განავრცოს ჩინეთის რბილი ძალა ჩინეთის პიზიტიურად წარმოჩენით ადგილობრივი მედიის საშუალებით.
როგორც რეპორტი ასკვნის – საერთო ჯამში, დასავლეთის ქვეყნების ვაქცინის დიპლომატიის მცდელობები, ალბათ, უკვე დაგვიანებული იქნება რომ დაეწიოს რუსეთისა და ჩინეთის მცდელობებს, რომლებიც ჯერჯერობით იგებენ საზოგადოებასთან ურთიერთობის ბრძოლაში. სავარაუდოდ, დასავლეთის ქვეყნების რეპუტაციისთვის ზიანი უკვე მიყენებულია და მისი გამოსწორება ძნელი იქნება. უახლოეს წლებში ეს გააძლიერებს რუსეთისა და ჩინეთის გლობალურ მდგომარეობასა და ბერკეტებს განვითარებად ქვეყნებში, რაც ხელს შეუწყობს ორივე ქვეყანას გავლენის მოპოვებაში და თავიანთი ინტერესების გატარებაში მთელ მსოფლიოში.
დღევანდელი ვაქცინის დიპლომატიის გრძელვადიანი შედეგი იქნება გლობალური წესრიგის შემდგომი ფრაგმენტაცია.
და ბოლოს – სურათზე (ამავე რეპორტიდან) გამოსახულია თუ ვინ რომელ წელს მიაღწევს სრულ ვაქინაციას იმ ტემპების გათვალისწინებით რომელიც ამ მომენტისათვის არის ამ ქვეყნებში. სამწუხაროდ ამ გამოთვლების მიხედვით საქართველო ამას მხოლდო 2023 წლის დასაწყისისათვის მოახერხებს.

კომენტარები