Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს რეგიონებიდან კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა თბილისში, იმერეთსა და აჭარაში გამოვლინდა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 976 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 969 შემთხვევა, აჭარა – 145, იმერეთი – 246, ქვემო ქართლი – 88, შიდა ქართლი – 117, გურია – 55, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 117, კახეთი -119, მცხეთა-მთიანეთი -57, სამცხე-ჯავახეთი – 40, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -23.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 920 617 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 876 254, გარდაიცვალა 13 367 პაციენტი.
კომენტარები