Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს რეგიონებიდან კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა თბილისში, იმერეთსა და აჭარაში გამოვლინდა.
„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 739 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 246 შემთხვევა, აჭარა – 204, იმერეთი – 437, ქვემო ქართლი – 120, შიდა ქართლი – 174, გურია – 99, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 184, კახეთი -147, მცხეთა-მთიანეთი -66, სამცხე-ჯავახეთი – 50, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -12“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 916 477 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 869 411, გარდაიცვალა 13 221 პაციენტი.
კომენტარები