• რეკლამა
  • კონტაქტი
10:28, სამშაბათი, 16 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კოვიდიანის გართულება არაა მყისიერი და არის საკმაოზე დიდი დრო რეაგირებისათვის” – იაგო ფრანგიშვილი

ალია ავტორი - ალია
19:48 09-05-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
54

გერმანიაში მცხოვრები ექიმი, იაგო ფრანგიშვილი:

“ძალიან ბევრი ახალი კითხვა დაგროვდა

პირველია,

კორონათი რეინფიცირება.

გერმანიის წამყვანი ინფექციური სახელმწიფო ინსტიტუცია, რობერტ კოხის ინსტიტუტი ასე განსაზღვრავს რეინფექციის ანუ მეორედ კორონათი ინფექციის აუცილებელ კრიტერიუმებს

Definition für die Reinfektion mit SARS-CoV-2

Für die Bewertung von SARS-CoV-2-Infektionen, die gemäß Infektionsschutzgesetz ans Gesundheitsamt gemeldet werden. Die Bewertung erfolgt unabhängig vom Impfstatus der infizierten Person.1

A: Sichere/Bestätigte Reinfektion

Genomsequenz des Virus von vorausgehender SARS-CoV-2-Infektion ist bekannt

UND

Genomsequenz des Virus der aktuellen SARS-CoV-2-Infektion ist bekannt

UND

Genomsequenzen der Viren von vorausgehender und aktueller SARS-CoV-2-Infektion stimmen nicht überein.2

ქართულად

1. უნდა არსებობდეს ძველი ვირუსის გენეტიკური სექვენცები ანუ გენომი

2. უნდა განისაზღვროს ახალი ვირუსის გენომი

3. თუ ისინი არ ემთხვევა ერთმანეთს, არის ახალი კოვიდ ინფექცია

არც თუ იშვიათია დადებითი კოვიდ ტესტი ამ კრიტერიუმების გარეშე.

ასეთ შემთხვევაში ადამიანს პრობლემა არააქვს ხოლმე.

არც ახალი ინფექციის დადასტურებისას არის მძიმე შემთხვევები, თუკი ადამიანი არაა მაღალი სარისკო ჯგუფის.

დაახლოებით 0,6%ში არის ახალი კოვიდინფექცია და თუ ამ რიცხვს გამოვაკლებთ მძიმე ქრონიკულ პაციენტებს და მხოლოდ საშუალო და ნაკლები რისკისას დავტოვებთ, მეორედ კოვიდ ინფექცია 0,15%მდეა.

კიდევ ერთხელ,

ამ არმძიმე თანადაავადებების პაციენტებში მძიმე გართულების გარეშეა.

მე პირადად ჩემო პრაქტიკიდან შემიძლია გითხრათ მაგალითი

70 წლის საკმაოდ ჯანმრთელი მამაკაცი

2020 წლის ივნისში კოვიდი და იმ დროს რახან ბელგიის შატმზე იყო საუბარი, გაუკეთდა ძვირადღირებული გენეტიკური კვლევა ვირუსის გენომს.

2020 წლის ივლისი უარყოფითი

მერე ხან დადებითი და ხან უარყოფითი

ვირუსი იგივე

2021 წლის იანვარში, პირველი კოვიდიდან 7 თვის მერე გაუკეთდა ფაიზერის ერთი დოზა.

1 კვირის მერე დადებითი, მერე ისევ უარყოფითი კოვიდზე.

ვირუსი იდენტური.

დამტკიცებულად, 2021 წლის აპრილიდან უარყოფითი პსრ.

და ახლა, სექტემბრის დასაწყისში, იმის გამო რომ ბოლო დადებითი ტესტიდან გავიდა 6 თვე და აცრა სურდა,

გაუკეთდა ანალიზი და არის ისევ დადებითი, ისევ იგივე შტამი.

ახლა ალბათ იკითხავთ, თუ რას ვერჩით ამ კაცს რომ ასე ხშირად ვტესტავთ?

ორი მიზეზია და პირველია მისი პანიკა

ნებისმიერ დაცემინებაზე ტესტირება სურს.

მეორე ისა, რომ მეუღლე და ოჯახის კიდევ 2 წევრი ჯანდაცვის სისტემაში მუშაობს.

ახლა კოვიდ დადებითობასთან ერთად დაუდგინდა ინფლუენცაც. 15 წელია იცრიდა გრიპზე და შარშან არ ავუცერით კოვიდის გამო.

კლინიკურად უპრობლემოა.

მოკლედ,

მეორედ კოვიდი დასაბუთებას საჭიროებს.

ეს შემთხვევა არაა ,,ლონგ კოვიდ სინდრომი,, სადაც პაციენტი უარყოფითად იტესტება და თვეების მერეც აქვს კლინიკური პრობლემები და ჩივილები.

მოკლედ, ყველაფერს უნდა დიფერენცირება და ადამიანებს ნუ დავაპანიკებთ იმით, რომ ,,არაფერი გიცავს, გამოიკეტეო,,

მეორე დიდი კითხვების კორიანტელია

,,ავიცერი და ერთ კვირაში კოვიდი დამემართა, და აი ხომ ვამბობდი…..,,

და ასე შემდეგ

დიახ, ნებისმიერი აცრა, იქნება ეს კოვიდი თუ ინფლუენცა თუ ჩუტყვავილა ან ცოფი, იწვევს იმუნური სისტემის გადართვას ამ ახალი ვაქცინის შესაბამის ანტისხეულების წარმოებაზე და ამიტომაც ადამიანი ერთიდან ორ კვირამდე არის ინფექციების მიმართ მგრძნობიარე.

ამიტომაც

აიცერი და საკუთარ დაპლასტირებულ მკლავს აჩვენებ საახლობლოს და გადაეშვები ,,თავისუფალ ცხოვრებაში,,

არაა ასე,

ერთი კვირა მაინც უნდა დაიცვა ჰიგიენის უფრო მკაცრი წესები, ვიდრე ადრე.

ერთხელ აცრილიც კი არის მძიმე გართულებისაგან დაცული და

ასეთ ადამიანებს მოეშვას ეგრეთწოდებული ჯანდაცვა,

ასეთი ადამიანების გაჰოსპიტალებას უნდა მოეღოს ბოლო.

ზოგადად

კოვიდი არ იწვევს ,,უცებ სიკვდილს,,

ამას იწვევს კოვიდის გამო იზოლირება და უმოძრაობა თრომბოემბოლიური გართულების და მისი არ მიხედვის გამო.

ადამიანების დააპანიკება იწვევს იმ საშინელებას, რაც საქართველოში ხდება.

38 სიცხით და ხველით იძახებენ სასწრაფო დახმარებას და სურთ ჰოსპიტალიზაცია.

ამ მდგომარეობაში და დაპანიკებულნი, წნევაარეულნი იზომავენ პერიფერიულად თითზე სატურაციას და კიდევ უფრო პანიკდებიან.

აბსოლუტურის გადაჭრით უნდა ითქვას, რომ

კოვიდიანის გართულება არაა მყისიერი და არის საკმაოზე დიდი დრო რეაგირებისათვის.

საავადმყოფო და იმობილიზება არის დიდი რისკი საშუალო სიმძიმის კოვიდის მიმდინარეობისას.

ნაადრევი სისტემური სტეროიდებიც ასევეა.

არსებობს ინჰალატიური, აეროზოლი სტეროიდები და თუკი ძალიან მშრალი ხველაა სუნთქვის პრობლემატიკით, ჯერ იმის გამოყენება ჯობია.

და ბოლოს კი,

როგორმე უნდა მოხდეს ,,სასწაული,, უნდა შეიგნონ მათ, ვისაც ეს ეხება,

რომ ჭარბწონიანი პაციენტის მუცელზე წოლა და ცეპაპის თუ ბიპაპის აპარატით სუნთქვითი ვარჯიშები არის უხშირესად კონტრაპროდუქტიული,

მუცელი აწვება დიაფრაგმას,

ხდება ხელოვნურად სისხლის მიმოქცევის მარჯვენა წრეში შეგუბება, ფილტვის არტერიის წნევის გაზრდა და ადამიანის კიდევ უფრო დაპანიკება, სუნთქვის აპარატის და გულის კიდევ უფრო გადატვირთვა.

ამიტომაც, იქნება და სცადოთ, რომ ჭარბწონიანი წამოაჯინოთ, ფეხები დაბლა, იდაყვები მაღალი სკამის საზურგეზე და ასე ავარჯიშოთ იმ სუნთქვისდამხმარე აპარატურით.

ყველას, აბსოლუტურად ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას არამარტო ფიზიკურად, არამედ

ჯანმრთელ და ლოგიკურ განსჯას.”

თეგები: იაგო ფრანგიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

ლიბერთის და გორგიას ერთობლივი შეთავაზება
ახალი ამბები

ლიბერთის და გორგიას ერთობლივი შეთავაზება

14:44 12-15-2025
თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულები – Reckless-ი და ალტიჰატი ახალი კოლაბორაციით
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულები – Reckless-ი და ალტიჰატი ახალი კოლაბორაციით

13:49 12-15-2025
თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი გამარჯვებული – მთავარი სტრატეგია მოტივაციაა
ახალი ამბები

თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი გამარჯვებული – მთავარი სტრატეგია მოტივაციაა

15:28 12-12-2025
შეადარე, სცადე, დაიმტკიცე – თიბისის ახალი კამპანია
ახალი ამბები

შეადარე, სცადე, დაიმტკიცე – თიბისის ახალი კამპანია

13:58 12-12-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved