• რეკლამა
  • კონტაქტი
17:01, კვირა, 25 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კოვიდი კლავს – ვაქცინა გადაარჩენს” – ქართული ოცნების გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ზურაბ უტიაშვილი გურჯაანის “ჯეო ჰოსპიტალსის” საავადმყოფოს ეწვია

ალია ავტორი - ალია
16:40 08-19-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
103

კანდიდატმა პაციენტები მოინახულა და დაინტერესდა თუ როგორ მიმდინარეობს მათი მკურნალობა. მმართველი პარტიის კანდიდატი გაეცნო ვაქცინაციისა და ტესტირების პროცესსაც.

ვიზიტისას, მან იმუნიზაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ პანდემიასთან ბრძოლის პროცესში ვაქცინაცია მნიშვნელოვანია.

„ვაქცინაცია არის ერთადერთი გამოსავალი და ხსნა დღეს შექმნილ ვითარებაში. ჩვენ მკაცრად უნდა გავმიჯნოთ: კოვიდი კლავს – ვაქცინა გადაარჩენს! ამ დევიზით უნდა ვიყოთ თითოეული მოსახლე და უნდა გავითავისოთ, რომ კოვიდი არის მომაკვდინებელი სენი და მისგან გადარჩენის ერთადერთი საშუალება არის ვაქცინა“, – განაცხადა გურჯაანის მერობის კანდიდატმა.

ზურაბ უტიაშვილის განცხადებით მისთვის, როგორც პროფესიით ექიმისთვის მნიშვნელოვანია იცოდეს როგორ მიმდინარეობს კოვიდ პანდემიის მართვა გურჯაანის მუნიციპალიტეტში.

„გურჯაანის მრავალპროფილიან კლინიკაში მოვინახულე პაციენტები. ვიყავი, როგორც არაკოვიდ განყოფილებაში და ინტენსიურში, რეანიმაციაში, ასევე კოვიდ განყოფილების ინტენსიურში და პალატებში. გავესაუბრე პაციენტებს და ვნახე მათი მდგომარეობა. მინდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ კარგად მიმდინარეობს კოვიდ პაციენტების მკურნალობის სტრატეგია, რომელიც ქვეყნის მიერ დამტკიცებულ გაიდლაინს მიჰყვება. თითოეულ მათგანს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“,- აღნიშნა ზურაბ უტიაშვილმა.

ქართული ოცნების გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ზურაბ უტიაშვილი საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სამეცნიერო-საკოორდინაციო საბჭოს წევრია და საქართველოში COVID-19 პანდემიის მართვაში აქტიურად არის ჩართული.

თეგები: ზურაბ უტიაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!
ახალი ამბები

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!

21:36 10-24-2026
თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია

13:48 10-23-2026
სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს

13:10 10-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved