• რეკლამა
  • კონტაქტი
05:16, ორშაბათი, 27 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კოვიდ19-ის დროს კუნთების და სახსრების ტკივილი რისი ნიშანია და როგორ ვუმკურნალოთ? – ახალი რეკომენდაციები ექიმებისგან

ალია ავტორი - ალია
17:43 12-02-2020
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
95

ექიმები, ზურაბ გურული და ნანა გეგეჭკორი, აგრძელებენ კითხვებზე პასუხის გაცემას და ამჯერად გვთავაზობენ ახალ რეკომენდაციებს. ქვემოთ მოცემულია მედიკამენტების დოზა და ჩაშლილია, გარკვეული ქრონიკული დაავადებების დროსაც, როგორ შეიძლება მისი მიღება:

ვაგრძელებთ მე და Nana Gegetchkori

შემოსული შეკითხვების საფუძველზე შექმნილ მარტივ რეკომენდაციებს.

ამჯერად ერთერთ ყველაზე ხშირად ცირკულირებად საკითხს შევეხებით:

————————–

მიალგიები (კუნთების ტკივილი), ართრალგიები (სახსრების ტკივილი), ზოგადად სხეულის ტკივილი და უსიამოვნო შეგრძნებები, კოვიდის ერთერთი, ფართოდ გავრცელებული, პირველადი გამოვლინების დამახასიათებელი ნიშანია (WHO-ოს მონაცემებით შემთხვევათა 15-20%-ში).

ზურგისა და წელის ტკივილი ხშირად პნევმონიის განვითარების ნიშანიცაა. მიალგიები, ართრალგიები და მკვეთრი დაღლილობის შეგრძნება ზოგადად ახასიათებს ვირუსულ ინფექციებს, მაგრამ კოვიდის შემთხვევაში ეს სიმპტომები ბევრად უფრო მკვეთრად არის გამოხატული. გარდა ამისა, ისინი ნაკლებად ემორჩილებიან ტრადიციულ ტკივილგამაყუჩებლებს. ეს თავისებურება გამოწვეულია იმით, რომ ტრადიციული მექანიზმების გარდა, კოვიდი ძვალ-კუნთოვან სისტემას აზიანებს ACE 2 რეცეპტორების მეშვეობით, რომლებიც მისი შეჭრის ძირითად მასპინძელ ლოკაციას წარმოადგენენ. ამრიგად, ძვალ-კუნთოვანი სისტემა ირიბი მექანიზმების გარდა (იმუნური სისტემის რეაქციის შედეგად გამოყოფილი ინტერლეიკინებით), უშუალოდ, პირდაპირ ზიანდება მასში შეჭრილი ვირუსის ტოქსინით.

კოვიდის მიერ გამოწვეული მიალგიებისა და ართრალგიების სამკურნალოდ, ისევე როგორც მის მიერვე გამოწვეული ცხელების სამართავად, ძირითადათ აცეტამინოფენი (პარაცეტამოლი, ტილენოლი) გამოიყენება. ეს მიდგომა ერთგვარი ინერციით განვითარდა, რადგან პანდემიის ადრეულ ეტაპზე გამოქვეყნდა რამდენიმე განცალკევებული შემთხვევის აღწერა, ასევე სტატია ჟურნალ „ლანცეტში“, რომელთა მიხედვითაც გაკეთდა დასკვნა, რომ ე.წ. არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო საშუალებების NSAID (იბუპროფენი, ნაპროქსენი, ედვილი, ნუროფენი და ა.შ.) გამოყენება ზრდიდა უარყოფითი შედეგების განვითარების რისკს. ამ დასკვნის ფარმაკოლოგიურ ლოგიკას წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ NSAID-ების ქრონიკული მოხმარება იწვევდა უჯრედების მემბრანებზე ACE2 რეცეპტორების რაოდენობის ზრდას, რომლებიც თავის მხრივ კოვიდ-ვირუსის მოსაჭიდებელ კონტაქტს წარმოადგენენ. შემდგომი კლინიკური და ემპირიული ანალიზით შესაძლებელი გახდა ასევე ლოგიკური დასკვნის გაკეთება, რომ ის ადამიანები, რომლებიც ქრონიკულად იღებდნენ NSAID-ებს, წარმოადგენდნენ ასაკოვანთა რისკ-ჯგუფს, რაც თავისთავად იწვევდა დაავადების მძიმე ფორმების უფრო ხშირ განვითარებას და არა მათ მიერ ქრონიკულად მიღებული ზემოაღნიშნული მედიკამენტები. რატომღაც ეს „ინერცია“ მაინც შენარჩუნდა და აცეტამინოფენი (პარაცეტამოლი, ტილენოლი) ისევ პირველად საშუალებად ითვლება როგორც ცხელების, ასევე ვირუსით გამოწვეული ტკივილების წინააღმდეგ.

პარაცეტამოლის დოზები: 325-დან 650 მგ-მდე 4-6 საათში ერთხელ, საჭიროების მიხედვით; ან 1 გრამი 8 საათში ერთხელ.

მაქსიმალური დღიური, კუმულაციური დოზა წარმოადგენს 3 გრამს!

მათთვის, ვისაც თირკმლების პრობლემები აქვთ, დოზების შემცირება საჭირო არ არის.

ღვიძლის ქრონიკული პრობლემების მქონე პაციენტებში (ციროზი) 2-3 გრამი/დღეში დოზა შეიძლება დაშვებული იყოს. ციროზის მძიმე შემთხვევებში კი სასურველი იქნება მაქსიმალური დოზის შემცირება ექიმის მეთვალყურეობისა და რეკომენდაციების მიხედვით!

ბავშვებში, 12 წლის ასაკის ზემოთ, იგივე დოზები გამოიყენება, რაც მოზრდილებში; უმცროსი ასაკის ბავშვებში კი მიმართეთ პედიატრს, რომელიც ბავშვს სხეულის მასის მიხედვით შეარჩევს შესაბამის დოზას.

ამჟამად არსებული ლიტერატურული მონაცემების საფუძველზე, FDA არ ფლობს სარწმუნო ინფორმაციას იმის შესახებ, რომ არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები იწვევენ კოვიდის გაუარესებას.

შესაბამისად, შესაძლებელია ამ პრეპარატების უსაფრთხო გამოყენება პარაცეტამოლთან ერთად, საჭიროებისას, კერძოდ, გაჯიუტებული ცხელების შემთხვევაში.

იბუპროფენის დოზები: 200-დან 400 მილიგრამამდე 4-6 საათში ერთხელ, საჭიროების მიხედვით. მაქსიმალური დღიური, კუმულაციური დოზა 1200 მილიგრამი დღეში.

ადამიანებმა, რომლებიც სხვადასხვა ქრონიკული დაავადების სამკურნალოდ ქრონიკულად იღებენ სხვადასხვა სახის ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებს, უნდა გააგრძელონ ამ მედიკამენტების მიღება ჩვეულებრივ.

თეგები: ზურაბ გურულინანა გეგეჭკორი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა

16:18 07-25-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:38 07-24-2026
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ბიზნესი

კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის

16:33 07-24-2026
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
ახალი ამბები

ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი

13:48 07-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved