• რეკლამა
  • კონტაქტი
04:23, სამშაბათი, 12 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კოტე სულაბერიძე – ჩემი კავკასიონი

ალია ავტორი - ალია
13:17 03-19-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
152

თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცის გალერეა, 22  მარტიდან წარმოგიდგენთ კოტე სულაბერიძის პერსონალურ გამოფენას „ჩემი კავკასიონი”.  გამოფენა მხატვრის 1990-იანი წლებიდან დღემდე შექმნილ შერჩეულ ნამუშევრებს აერთიანებს.

გამოფენის მთავარი ღერძია სამშობლოს იდეა, რომელიც პირდაპირი ან ირიბი მინიშნებებით კვეთს მხატვრის თითოეულ ნამუშევარს. დღევანდელ გარემოში, სადაც საქართველო მრავალ გამოწვევას უპირისპირდება, ეს გამოფენა არ არის მხოლოდ რეტროსპექტული ხედვა; ეს არის დიალოგი წარსულსა და აწმყოს შორის და ფიქრი მომავალზე.  ჩემი კავკასიონი – სადაც წარმოდგენილია თანამედროვე საქართველოს პირველი ნაბიჯების პარალელურად შექმნილი ნამუშევრები, ერთის მხრივ ისტორიის მიმოხილვაცაა და თანამედროვე გამოწვევებზე რეაქციაც.

კოტე სულაბერიძის ნამუშევრებში სამშობლო არ არის მხოლოდ გეოგრაფიული ან პოლიტიკური სივრცე. ეს არის ემოციური და კულტურული ლანდშაფტი, რომელიც რეალური და სიმბოლური დეტალებით ივსება, საბნის ნაოჭებიდან – მთის ფერდებამდე. მისი შემოქმედება ერთდროულად ასახავს სახიფათო, რთულ რეალობასა და ინტიმურ კავშირს სამშობლოსთან.

კოტე სულაბერიძე (დაბ. 968) ქართული თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. მისი ნამუშევრები 1990-იან წლებში გამოჩნდა და მას შემდეგ კონცეპტუალური ფერწერის, წიგნის ილუსტრაციისა და ვიდეო არტის მიმართულებით  მუშაობს.

მხატვარს 100-ზე მეტი წიგნის დიზაინსა და ილუსტრაციაზე უმუშავია, მათ შორის ერლომ ახვლედიანის წიგნის ვანო და ნიკო ჰოლანდიურ ენაზე გამოცემისთვის (Voetnoot, 2003),  ქართულ გამოცემებზე კენ კიზის… გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა (დიოგენე, 2012) და უმბერტო ეკოს ვარდის სახელით (დიოგენე, 2011).

კოტე სულაბერიძე აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო პროექტებსა და გამოფენებში. მისი ბოლოდროინდელი სოლო გამოფენებია: ,,მშვიდი ცხოვრება’’ (თანამედროვე ხელოვნების გალერეა, ქარვასლა, თბილისი, 2020); ,,…ტურფასა საბაღნაროსა…’’ (ბაია გალერეა, თბილისი, 2023). მისი ნამუშევრები აგრეთვე წარმოდგენილი იყო თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში –  KIASMA (ჰელსინკი, ფინეთი, 2007);  ProgressiveNostalgia – Centro per L’Arte Contemporanea Luiggi Pecci (პრატო, იტალია, 2007);  Sotheby’s-ის აუქციონის სახლსა (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი, 2013) და Vienna Fair-ზე (ვენა, ავსტრია, 2014).

სულაბერიძემ განათლება თბილისის სამხატვრო აკადემიაში მიიღო, ხოლო შემდგომ წლებში პედაგოგიური მოღვაწეობა გააგრძელა თბილისის სამხატვრო აკადემიასა და თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლაში (VA(A)DS).

გამოფენის კურატორები არაინ სანდრო სულაბერიძე და მარიამ წიქარიძე.

გამოფენის ნახვა შესაძლებელია ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 10:00-დან 20:00 საათამდე, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში მარჯანიშვილის ქ.7.

 

Kote Sulaberidze

My Caucasus

You can visit the exhibition from March 22, 17:00 to 20:00.

Exhibition duration: March 22 – May 31, 2025

The gallery of TBC Concept’s multifunctional space  is pleased topresent Kote Sulaberidze’s solo exhibition My Caucasus. The exhibition brings together selected works created by the artist from the1990s to the present day.

The main axis of the exhibition is the idea of ​​the Motherland, whichcrosses each of the artist’s works with direct or indirect references. Intoday’s context, where Georgia faces numerous challenges, thisexhibition is not just a retrospective; it is a dialogue between the pastand the present and reflections on the future. My Caucasus showcasesworks created alongside the first steps of modern Georgia—servingboth as a historical review and a response to contemporary challenges.

In Kote Sulaberidze’s works, the Motherland is not just a geographicalor political space but an emotional and cultural landscape, filled withboth real and symbolic details—from the folds of a blanket to theslopes of a mountain. His art simultaneously reflects a dangerous, complex reality and an intimate connection to the Motherland.

Kote Sulaberidze (b. 1968) is one of the key figures in contemporaryGeorgian art. His works emerged in the 1990s, and since then, he hasbeen actively engaged in conceptual painting, book illustration, andvideo art.

The artist has worked on the design and illustration of over 100 books, including Vano and Niko by Erlom Akhvlediani (published in Dutchby Voetnoot, 2003), as well as the Georgian editions of One FlewOver the Cuckoo’s Nest by Ken Kesey (Diogene, 2012) and The Nameof the Rose by Umberto Eco (Diogene, 2011).

Kote Sulaberidze actively participates in international projects andexhibitions. His latest solo exhibitions: A Quiet Life (Gallery ofContemporary Art, Karvasla, Tbilisi, 2020); «…Lovely Garden...» (Baia Gallery, Tbilisi, 2023). His works have also been presented atthe Museum of Contemporary Art KIASMA (Helsinki, Finland, 2007); Progressive Nostalgia – Centro per L’Arte ContemporaneaLuiggi Pecci (Prato, Italy, 2007); Sotheby’s Auction House (London, UK, 2013) and the Vienna Fair (Vienna, Austria, 2014).

Sulaberidze received his education at the Tbilisi Academy of Arts, andin subsequent years continued his teaching activities at the TbilisiAcademy of Arts and the Free University School of Visual Arts andDesign (VA(A)DS).

Curated by Sandro Sulaberidze, Mariam Tsikaridze.

Image: Kote Sulaberidze, ალაზნის ველი (Alazani Valley), 2025, Cardboard, oil, golden nitro enamel, 25 x 35 cm

TBC Concept flagship, Marjanishvili st.7  

Opening hours:

Monday-Saturday from 10:00 to 20:00.

(R)

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

რა უნდა ვიცოდეთ დაბადების დღის წვეულების დასაგეგმად? – 7 საიდუმლო, რომელსაც პროფესიონალები იყენებენ
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ დაბადების დღის წვეულების დასაგეგმად? – 7 საიდუმლო, რომელსაც პროფესიონალები იყენებენ

22:38 08-11-2025
თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის: გაიცანით ანი გოგია
ახალი ამბები

თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის: გაიცანით ანი გოგია

15:47 08-11-2025
როგორ გადავარჩინოთ კბილი ამოღებას? – 4 რჩევა, რომელიც ჯანსაღ კბილებს შეგინარჩუნებს
ახალი ამბები

როგორ გადავარჩინოთ კბილი ამოღებას? – 4 რჩევა, რომელიც ჯანსაღ კბილებს შეგინარჩუნებს

14:35 08-11-2025
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
ახალი ამბები

PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია

12:32 08-11-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved