კოტე იოსელიანის გატაცების საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა დაიბარეს.
გამოკითხვაზე დამიბარეს. მეც დამირეკეს თბილისის პოლიციის დეპარტამენტიდან. ეს იგივე დეპარტამენტია, საიდანაც ზარი მიიღო კოტემ დღის განმავლობაში. მათ მთხოვეს გამოკითხვაზე მისვლა, თუმცა ბუნებრივია, მეც იგივე პასუხი გავეცი, რაც მათ კოტესგან მოისმინეს, რომ ჩვენ მხოლოდ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დავიკითხებით. ჯერ დრო არ არის ცნობილი. მე სამი დღის განმავლობაში არ ვიქნები საქართველოში, რადგან დიდი ხნის წინ მქონდა დაგეგმილი ვიზიტი ბრიუსელში. ბრიუსელშიც ვისაუბრებ ამ თემასთან დაკავშირებით.” – განაცხადა ,,ტვ პირველთან” თინა ბოკუჩავამ
კომენტარები