• რეკლამა
  • კონტაქტი
10:22, სამშაბათი, 15 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კოსმო – ხელნაკეთი ჩანთებისა და აქსესუარების ქართული ბრენდი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

ალია ავტორი - ალია
13:59 08-07-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
99

10 წლის წინ ორი სტუდენტი გოგონას – სოფი მუხულიშვილისა და თამო აფციაურის ონლაინგაყიდვებით დაწყებული ბიზნესი დღეს ერთ-ერთგამორჩეული, ფერადი და თემატური ხელნაკეთი ჩანთებისა და აქსესუარების ქართული ბრენდია.

როგორც „კოსმოს“ თანადამფუძნებელი სოფიკო მუხულიშვილი ამბობს, ბრენდი მხოლოდ ადამიანური კაპიტალით და დიდი ენთუზიაზმით შეიქმნა. საქმეში თუ მომხმარებელთან გულწრფელმა და გულისხმიერმა დამოკიდებულებამ, კოსმოელების თავდაუზოგავმა შრომამ, ბრენდის სტრატეგიამ — ყოფილიყო უშუალო და მეგობრული, მუდმივად სიახლეების ძიებისა და განვითარების სურვილმა შედეგი გამოიღო და კოსმო ონლაინ სივრცეში მალევე ძალიან პოპულარული გახდა.

„დღეს ბრენდი 80 ადამიანისგან შემდგარ კოსმიურ გუნდს, 9 ფილიალს და უამრავ „კოსმოელ მომხმარებელს“ აერთიანებს საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ.  ბრენდის წარმატების მთავარი ძალაკოსმოელები არიან — ადამიანები კოსმოსშიგნით და გარეთ”, ამბობს სოფიკომუხულიშვილი.

2018 წლიდან „კოსმომ“ ახალი ეტაპი დაიწყო აქსესუარებთან ერთად, წარმოადგინა ტყავისა და ხის კომბინაციით დამზადებული ჩანთების კოლექცია, რომელიც ქართული კულტურის შტრიხებს აცოცხლებდა. 2019 წელს კი ამ კოლექციიდან მოდელები ვუდლი და თანი ჰონგ-კონგში გამართულ APLF-ის საერთაშორისო გამოფენაზე საუკეთესოთა ათეულში მოხვდა. 2022 წელს „კოსმომ“ ჩოხის მოტივებზე შექმნილი ჩანთა – „ჩოხჩა“ წარადგინა დუბაიში გამართულ კონკურსზე და გაიმარჯვახალხის რჩეულის ნომინაციაში.

კოსმო ყოველთვის ხაზს უსვამს იმ ხალხის როლს, ვინც ქმნის ქართულ იდენტობას. ერთ-ერთი გამორჩეული კამპანია – „ქალები ბაზრიდან“ სწორედ ამას ასახავს. ბრენდმა ბაზარში დასაქმებულ ქალებს ერთი განსაკუთრებული დღე მიუძღვნა: გადაიღო მათი ფოტოპორტრეტები, მოუსმინა მათ ისტორიებს, შექმნა ჟურნალი და ასახა მათი ყოველდღიურობა. ამ კამპანიამ Ad Black Sea-ზე სამი ჯილდო მიიღო, მათ შორის ოქროს მედალი ინტეგრირებული მარკეტინგული კამპანიის კატეგორიაში.

ბრენდის უახლესი ინიციატივაა „ღია სახელოსნო“ – სივრცე, სადაც მომხმარებელი თავად ხდება კოსმოსნაწილის შემქმნელი. აქ შეგიძლია კოსმოს ოსტატებთან ერთად შექმნა საკუთარი ჩანთა, აირჩიო ფერები, დიზაინი, წარწერა და დატოვო მასში შენი ემოცია.

„თითოეული ამ ინიციატივისა და იდეის ერთგული მხარდამჭერი თიბისია. თიბისისთან მეგობრობა ჩვენი კომპანიის დაარსების დღიდან იწყება. ბიზნესის ტექნოლოგიური განვითარების სხვადასხვა ეტაპზე დაგანსაკუთრებით მაშინ, როცა ნედლეულის შესაძენად ფინანსების მობილიზება გვჭირდებოდა, სწორედ თიბისის მხარდაჭერა გახდა გადამწყვეტი. ამ პარტნიორობის წყალობით შევძელით, რომ „კოსმოში“შექმნილი პროდუქცია საერთაშორისო ბაზარზე გაგვეტანა. უკვე ორი წელია, დანიაში ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო ქსელთან ვთანამშრომლობთ და დიდ პარტიებადვაწვდით ჩვენს ხელნაკეთ ნივთებს ნიშნით„Made in Georgia “.

„კოსმო“ ამტკიცებს, რომ შენს ჩანთას შეუძლიაილაპარაკოს, თქვას რაღაც მნიშვნელოვანი შენზე, შენს ისტორიაზე, შენს ხასიათზე. ეს არის “კოსმო” – ადამიანური, ფერადი და კოსმიური.

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თბილისი მოლის განცხადება
ახალი ამბები

“თბილისი მოლი”, “დეზერტირების ბაზრობის” ტერიტორიაზე გადაუდებელ, მასშტაბურ სამუშაოებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

15:04 09-14-2026
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის

14:29 09-14-2026
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
ახალი ამბები

AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა

13:34 09-14-2026
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში
ახალი ამბები

მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში

13:23 09-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved