• რეკლამა
  • კონტაქტი
19:53, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კორუფციის საერთაშორისო რეიტინგში წელს საქართველოს პოზიცია გაუარესდა

ალია ავტორი - ალია
12:32 11-19-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ინფორმაციით, Trace International-ის მიერ გამოქვეყნებულ ბიზნესის კორუფციის რეიტინგში 2021 წელს საქართველოს პოზიცია გაუარესდა. 

Trace-მა მსოფლიოს 194 ქვეყანა 100-ქულიანი სისტემით შეაფასა, სადაც 100 ქულა კორუფციის მაღალ, ხოლო 0 ქულა კორუფციის დაბალ რისკზე მიუთითებს. 

2021 წელს საქართველომ საერთაშორისო რეიტინგში 26 ქულით 29-ე ადგილი დაიკავა, რაც გასული წლის მონაცემებთან შედარებით გაუარესებული შედეგია. კერძოდ, 2020 წელს ქვეყანა 25 ქულით 28-ე ადგილს იკავებდა. 

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, საქართველოს საუკეთესო შედეგი 2017 წელს ჰქონდა, მაშინ ქვეყანამ 23 ქულით 25-ე ადგილი დაიკავა. 

კორუფციის ყველაზე დაბალი რისკი დანიაში, ნორვეგიაში, შვედეთში, ფინეთსა და ახალ ზელანდიაშია. ყველაზე მაღალი კი – ჩრდილოეთ კორეაში, თურქმენეთში, ერიტრეაში, ვენესუელასა და სომალიში. 

Trace-ის შეფასებით, დანიას საერთაშორისო რეიტინგში ყველაზე დაბალი, 2 ქულა აქვს, ჩრდილოეთ კორეას კი – ყველაზე მაღალი, 94 ქულა. 

მეზობელს სახელმწიფოებში კორუფციის კუთხით სიტუაცია შედარებით უარესადაა: აზერბაიჯანი საერთაშორისო რეიტინგში 140-ე ადგილზეა, რუსეთი 134-ე ადგილს იკავებს, თურქეთი – 129-ზე, სომხეთი კი 47-ე ადგილზეა. 

ორგანიზაცია ქვეყანას კორუფციის შესაძლებლობის, ანტიკორუფციული კანონმდებლობის, მთავრობის გამჭვირვალობისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების დონის მიხედვით აფასებს. 

“განხილული მიმართულებებიდან კორუფციის ყველაზე დაბალი რისკით შეფასდა და, შესაბამისად, ყველაზე დაბალი შეფასება საქართველომ მიიღო კორუფციის შესაძლებლობაში. კორუფციის ყველაზე მაღალი რისკის მქონედ შეფასდა და, შესაბამისად, ყველაზე მაღალი ქულა დაფიქსირდა კორუფციული რისკების აღკვეთაში.

რაც შეეხება გამჭვირვალობასა და ზედამხედველობას, აღნიშნულ მიმართულებებში საქართველომ თითქმის თანაბარი ქულები აიღო”. – წერია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ანგარიშში. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 
ახალი ამბები

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 

16:30 03-16-2026
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved