გამოცემა თაიმერის ცნობით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელის სასაფლაოზე კაცის ცხედარი იპოვეს.
ამ წუთებში ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
ჯერჯერობით უცნობია კაცის ვინაობა, ასაკი და სიკვდილის მიზეზი.
გამოცემა თაიმერი იუწყება იმასაც, რომ ადგილზე ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლას და მუქარის მცდელობას ქონდა ადგილი.
შსს-ს წარმომადგენელმა, რომელიც ადგილზე მუშაობდა და ჟურნალისტს გაეცნო, როგორც პოლიციელი, ვინმე კვაშილავა, მას მოსთხოვა ეჩვენებინა, რა გადაიღო, ასევე მოსთხოვა, ინფორმაცია არ გამოექვეყნებინა მისი ნებართვის გარეშე. – წერს მედია.
კომენტარები