საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 385 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 84 პაციენტი.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში სამი პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 5053 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 527.
კომენტარები