გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორონავირუსით დაავადებული პირი საკმაოდ დიდ სუფრას სტუმრობდა. დღეს ჯანდაცვის მინისტრმა ეს ფაქტი დაადასტურა.
ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულის წლისთავზე ყოფნის ფაქტს გამოეხმაურა. როგორც საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, ყველა ადამიანი, რომელიც ამ ღონისძიებას ესწრებოდა თვითიზოლაციაში იმყოფება.
„რა თქმა უნდა, ყველა პიროვნება, რომელიც იყო ამ ღონისძიებაზე არის იდენტიფიცირებული. ისინი არიან თვითიზოლაციაში ამ ეტაპზე. ჩვენი მონიტორინგის სამსახურის მხრიდან და ეპიდემიოლოგების მხრიდან მიმდინარეობს ამ ადამიანებზე დაკვირვება“
კომენტარები