• რეკლამა
  • კონტაქტი
02:41, პარასკევი, 16 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კორონავირუსის მართვისას ქვეყნისთვის საბედისწერო შეცდომა არ დაგვიშვია – ამირან გამყრელიძე

ალია ავტორი - ალია
14:23 09-22-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
109

კორონავირუსის მართვისას ქვეყნისთვის საბედისწერო შეცდომა არ დაგვიშვია. 2020 წლის პირველი ნახევარი წარმატებული ქვეყნების პირველ ხუთეულში ვიყავით, შემდეგ პოლიტიკურმა პროცესებმა, პოლარიზაციამ დაჩაგრა ჯანდაცვა, იყო რამოდენიმე არჩევნებიც, ხანგრძლივი პოლიტიკური პროცესები, აქ არაფერია დასამალი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ  „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, როგორ მართა პანდემია ხელისუფლებამ, როგორი იყო მთავრობის პოლიტიკა, რამდენად იზიარებდნენ და ითვალისწინებდნენ ჯანდაცვის გუნდის რეკომენდაციებს, გამყრელიძე აღნიშნავს, რომ „პანდემია ვმართეთ ისე, როგორც ჩვენი ქვეყნის განვითარებას, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ მდგომარეობას და ჩვენში არსებულ ინტელექტუალურ რესურს შეესაბამებოდა“.

„რთულია ასეთი შეჯამება ერთ ინტერვიუსა და მოკლე დროში. მე რამდენიმე გზავნილს ვიტყვი მხოლოდ: პირველი – აუცილებელია ქვეყანამ გაანალიზოს პანდემიის ეს სამი წელი, ამას აკეთებს ყველა ქვეყანა. ეს უნდა იყოს აკადემიური, საქმიანი შიდა ანალიზი, თუნდაც დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ. სამედიცინო ჟურნალ „ლანცეტში“ წინა კვირას გამოაქვეყნდა ლანცეტის კომისიის მიერ შედგენილი 60-გვერდიანი ანალიზი. კომისიას ხელმძღვანელობდა მსოფლიოში ცნობილი ეკონომისტი ჯეფრი საქსი. ამ ანალიზმა ბევრი დისკუსია გამოიწვია, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაზე იყო ხელის გაშვერა რიგ საკითხებში, რომ დააგვიანეს, ქვეყნები არ იყვნენ პანდემიისადმი მზად, არ იყო კარგი დამყოლობა, საჭირო იყო აქტიური მუშაობა და ასე შემდეგ. ასეთი უნდა გააკეთოს ყველამ. ეს არის ჩემი მთავარი რეკომენდაცია, რადგან პანდემია ჯერ არ დასრულებულა და მსგავსი აფეთქებები 21-ე საუკუნეში სამწუხაროდ მოსალოდნელია.

მეორე გზავნილია ის, რომ ჩვენ ეს პანდემია ვმართეთ ისე, როგორც ჩვენი ქვეყნის განვითარებას, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ მდგომარეობას და ჩვენში არსებულ ინტელექტუალურ რესურს შეესაბამებოდა. კორონავირუსის მართვისას ქვეყნისთვის საბედისწერო შეცდომა არ დაგვიშვია. 2020 წლის პირველი ნახევარი წარმატებული ქვეყნების პირველ ხუთეულში ვიყავით, შემდეგ პოლიტიკურმა პროცესებმა, პოლარიზაციამ დაჩაგრა ჯანდაცვა, იყო რამოდენიმე არჩევნებიც, ხანგრძლივი პოლიტიკური პროცესები, აქ არაფერია დასამალი.

პანდემიის მართვისას ჩვენ საბედისწერო შეცდომა არ დაგვიშვია. როდესაც მეკითხებიან – შეიძლება, პანდემია უკეთესად ყოფილიყო მართული? – ჩემი პასუხია, დიახ, შეიძლებოდა. შეიძლებოდა, უკეთესად მართულიყო პანდემია, თუ მეტი სოლიდარობა იქნებოდა, არ მოხდებოდა ამ თემის პოლიტიზება. ჩვენ მოვუწოდებდი საზოგადოებას, რომ პოლიტიკა გადავდოთ გვერდზე და ამ საკითხში მაინც ვიყოთ ერთიანები. ქართველებს გვჩვევია, რომ ერთ ტაიმს ვთამაშობთ კარგად და ორ ტაიმს ვეღარ ვთამაშობთ. 2020 წლის ზაფხულში დავიჯერეთ, რომ ძალიან მაგრები ვართ და მოვიგეთ, კოვიდი დავამარცხეთ. ჩვენ სამიზნე 60 პროცენტი რომ აგვეცრა 2021 წლის ბოლოსთვის, დარწმუნებული ვარ, 1500-2000 ადამიანის სიცოცხლეს დავზოგავდით. ხშირად ვამბობდი, რომ 500 ადამიანის აცრა 1 გადარჩენილი სიცოცხლეა.“, – აღნიშნავს გამყრელიძე.

ინტერპრესნიუსი.

 

თეგები: ამირან გამყრელიძეინტერვიუკოვიდმართვა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები
ახალი ამბები

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები

14:32 01-14-2026
ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის
ახალი ამბები

ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის

13:49 01-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved