• რეკლამა
  • კონტაქტი
22:29, ოთხშაბათი, 11 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„კორონავირუსის გადატანის შემდეგ რაიმე სერიოზული კლინიკური დაზიანებებით ჩვენთვის არავის მოუმართავს“

ალია ავტორი - ალია
00:19 08-14-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
51

ჩვენთან ჯერ არ დაწყებულა კვლევა, ტოვებს თუ არა კორონავირუსი კვალს ადამიანის ჯანმრთელობაზე, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა. როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, აღნიშნული კვლევა გეგმაში არის. მისივე თქმით, ეს დაკავშირებულია დამატებით ფინანსურ შესაძლებლობებთან.

ამასთან, როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა აღნიშნა, კოვიდის გადატანის შემდგომ რაიმე სერიოზული კლინიკური დაზიანებებით მათთვის არავის მიუმართავს.

„თვითონ კოვიდის მართვა, დიაგნოსტიკა და უფასო მკურნალობა სახელმწიფოს ძვირი უჯდება და გამოჯანმრთელებულები, რომლებსაც არაფერი არ აწუხებთ, ყველა მათგანი რომ ხელახლა გამოვიძახოთ, გამოვიკვლიოთ, ეს სერიოზულ ორგანიზაციულ და ფინანსურ რესურს მოითხოვს. ბევრი გამოჯანმრთელებული არც ამჟღავნებს სურვილს, რომ ითანამშრომლოს, რადგან ამბობს, კარგად ვარ და რა გინდათ ჩემგან, მაგრამ ეს მაინც გეგმაში გვაქვს.

მსოფლიოში დაიდო უკვე კვლევები, რომ ეს დაავადება ტოვებს სერიოზულ კვალს ადამიანის ჯანმრთელობაზე ცალკეული ორგანოების დაზიანების მხრივ. პირველ რიგში, სახელდება ფილტვები, თავის ტვინი, სისხლძარღვები და სხვა. ჩვენ ამ გამოკვლევებს აუცილებლად ჩავატარებთ, მაგრამ ჯერ ცოტა დროა გასული. ჩვენთან კოვიდის გადატანის შემდგომ რაიმე სერიოზული კლინიკური დაზიანებებით არავის მოუმართავს“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

„საზოგადოებრივი მაუწყებელი“

თეგები: თენგიზ ცერცვაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

“შუა დერეფანი და საქართველო” – თიბისი კაპიტალმა ბიზნესისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კვლევა წარუდგინა

18:51 11-11-2026
ბაზისბანკი ლეჩხუმში „ქორენიშული ვერანდის“ მხარდამჭერია
ახალი ამბები

ბაზისბანკი ლეჩხუმში „ქორენიშული ვერანდის“ მხარდამჭერია

18:42 11-11-2026
ოქტომბრის განახლებები მობაილბანკში – ახალი შესაძლებლობები მომხმარებლების ყოველდღიურობის გასამარტივებლად
ახალი ამბები

ოქტომბრის განახლებები მობაილბანკში – ახალი შესაძლებლობები მომხმარებლების ყოველდღიურობის გასამარტივებლად

14:26 11-11-2026
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად მოეწყო გამოფენა „Fashion Frames: სადაც სტილი კინოდ იქცევა”
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად მოეწყო გამოფენა „Fashion Frames: სადაც სტილი კინოდ იქცევა”

14:04 11-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved