• რეკლამა
  • კონტაქტი
05:57, პარასკევი, 30 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კორონავირუსის არატიპური სიმპტომები – მუცლის ტკივილი, დიარეა, გულისრევა…

ალია ავტორი - ალია
17:23 03-04-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

ჩინეთის ქალაქ უხანში, 140-მდე ჰოსპიტალიზებული პაციენტის კვლევამ ახალ კორონავისუსთან დაკავშირებული რიგი სიმპტომები გამოავლინა. ამის შესახებ Business Insider-მა თავად კვლევაზე დაყრდნობით დაწერა.

უხანის უნივერსიტეტთან არსებული ჩჟუნანის საავადმყოფოს მკვლევარების თქმით, ყველაზე მეტად გავრცელებული სიმპტომია ცხელება, რომელიც გამოკვლეულთა 99% დაუფიქსირდა.

სხვა საერთო სიმპტომები მოიცავს მოთენთილობას და მშრალ ხველას, რომელიც კვლევაში მონაწილე პაციენტების ნახევარზე მეტს დაუფიქსირდა. დაახლოებით მესამედს კი ასევე აწუხებდა კუნთების ტკივილი და გართულებული სუნთქვა, მართალია პაციენტებს პირველი სიმპტომების გაჩენიდან დაახლოებით ხუთი დღე სჭირდებოდათ სუნთქვის პრობლემების დაწყებამდე. 

გაციებასთან დაკავშირებული სხვა სიმპტომები, როგორიცაა თავის ან ყელის ტკივილი, დაფიქსირდა მხოლოდ მცირე შეთხვევებში.

გარდა ამისა, კვლევამ აჩვენა, რომ პაციენტები, რომლებიც ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში აღმოჩნდნენ, უჩიოდნენ მუცლის ტკივილს და მადის დაკარგვას, კორონავირუსის უფრო მსუბუქი შემთხვევების მქონე პაციენტებისგან განსხვავებით.

მკვლევარებმა ასევე აღნიშნეს რამდენიმე ადრეული „არატიპური“ სიმპტომი: მათ აღმოაჩინეთ, რომ 14 პაციენტს დიარეა და გულისრევა განუვითარდათ ერთი-ორი დღით ადრე მანამდე, რაც ტემპერატურამ აუწიათ ან სუნთქვა გაურთულდათ.  ეს ასევე შესაძლოა იყოს ვირუსის გავრცელების გზა. 

მაგალითად, ერთ-ერთი ადამიანი ასეთი არატიპური სიმპტომებით ქირურგიულ განყოფილებაში მოხვდა და მინიმუმ ოთხი სხვა ჰოსპიტალიზებული პაციენტი დააინფიცირა. ოთხივეს გაუჩნდა ისეთივე ატიპური სიმპტომები.

140 პაციენტიდან, რომლებიც ჩჟუნანის საავადმყოფოში კვლევაში მონაწილეობდა, თითქმის თითქმის 30% ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელი იყო.

მეცნიერები დღემდე თვლიან, რომ კორონავირუსი ძირითადად ჰაერწვეთოვანი გზით გადაეცემა.

წყარო – ეტალონი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: იანვარი 2026
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: იანვარი 2026

14:21 01-29-2026
ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები – “საამაყოა, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში შესრულდა SmartSight პროცედურები” – შოთა თადუმაძე
ახალი ამბები

ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები – “საამაყოა, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში შესრულდა SmartSight პროცედურები” – შოთა თადუმაძე

14:58 01-27-2026
თიბისი ბარათის მრავალფეროვანი შეთავაზებები პარტნიორ ობიექტებში- დაიბრუნე 30% Extra-ზე
ახალი ამბები

თიბისი ბარათის მრავალფეროვანი შეთავაზებები პარტნიორ ობიექტებში- დაიბრუნე 30% Extra-ზე

13:59 01-27-2026
თიბისი კამპუსი ახალ სეზონს განახლებული ფორმატით იწყებს
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი ახალ სეზონს განახლებული ფორმატით იწყებს

12:52 01-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved