ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ზედიზედ მეოთხე კვირაა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა იკლებს.
კერძოდ, გასულ კვირას მსოფლიოში კორონავირუსის 3.1 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც წინა კვირის მაჩვენებელთან შედარებით 17%-ით ნაკლებია. აღსანიშნავია, რომ ეს 2020 წლის ოქტომბრის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 106 125 682 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 2 320 497 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.
კომენტარები