• რეკლამა
  • კონტაქტი
00:01, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 920 თბილისში, 279 იმერეთში, 139 კი აჭარაში გამოვლინდა

ალია ავტორი - ალია
11:15 12-24-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 920 თბილისში, 279 იმერეთში, 139 კი აჭარაში გამოვლინდა, -ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 24 დეკემბრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

„ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 699 კვლევა ტესტით, მათ შორის 7 146 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 553 „პისიარ“ ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 972 ახალი შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 216 843-ს  შეადგენს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 737 პირი, ხოლო ჯამში, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 194 705-მდე.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 972 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 920 შემთხვევა, აჭარაში- 139, იმერეთში- 279, ქვემო ქართლში- 112, შიდა ქართლში- 145, გურიაში- 30, სამეგრელო-ზემო სვანეთში- 120, კახეთში- 117, მცხეთა-მთიანეთში- 57, სამცხე-ჯავახეთში- 32, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში- 21“, – განაცხადა სიჭინავამ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 19 836, საიდანაც, 6 149 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში- 2 734, აჭარაში- 647, იმერეთში- 1 257 პირი.

„ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 068 პირი, მათ შორის, თბილისში-523, აჭარაში-119, იმერეთში-226. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 453 პირი, მათგან თბილისში-195, აჭარაში-98, იმერეთში-78. 1 588 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 608-თბილისში, 707-აჭარაში, 112-იმერეთში. 12 099 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 405 ადამიანი, მათ შორის, თბილისში-180, აჭარაში – 129, ხოლო იმერეთში-13. სულ 6 ოქტომბრიდან – 23 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია-20 878 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 39 105 ადამიანი, მათ შორის თბილისში-19 475 პირი, აჭარაში-4 363, იმერეთში-5 168“,-განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved