• რეკლამა
  • კონტაქტი
12:21, პარასკევი, 22 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 913 თბილისში, 296 აჭარაში, 337 კი იმერეთში დაფიქსირდა

ალია ავტორი - ალია
12:02 10-26-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, გამოვლენილია 1 872 ახალი შემთხვევა, ხოლო ჯამური მაჩვენებელი 30 303-ს შეადგენს, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან „კოვიდ-19“-ის 26 ოქტომბრის სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

„დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, გამოვლენილია 1 872 ახალი შემთხვევა, ხოლო ჯამური მაჩვენებელი 30 303-ს შეადგენს. ბოლო 24 საათის განმავლობაში, გამოჯანმრთელდა 603 პირი.

ფრთხილი ოპტიმიზმით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეინიშნება გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის დინამიკა და მომდევნო დღეების განმავლობაში გვაქვს პოზიტიური მოლოდინები ამ კუთხით. სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 11 370-ს შეადგენს.

სამწუხაროდ, 24 საათში 14 ადამიანი გარდაიცვალა, თბილისში – 8 ადამიანი, იმერეთში – 4, ხოლო აჭარაში – 2. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე, სულ გვაქვს 215 გარდაცვალების შემთხვევა.

დღეს გამოვლენილი 1 872 შემთხვევიდან თბილისში არის – 913, აჭარაში – 296, იმერეთში – 337, ქვემო ქართლში – 89, შიდა ქართლში – 54, გურიაში – 32, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში – 90, კახეთში – 13, მცხეთა-მთიანეთში – 30, სამცხე-ჯავახეთში – 11, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 7“,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე, აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 18 692, 3 832 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 969, აჭარაში – 657.

„დღეის მდგომარეობით, მძიმე პაციენტი გვყავს 401, მათ შორის, თბილისში – 159, აჭარაში – 80. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 117 პირი – მათ შორის, თბილისში – 71, აჭარაში – 23.

2 249 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 216 – აჭარაში, ხოლო 775 – თბილისში;

12 611 პირი მკურნალობის სრულ კურსს გადის ბინაზე.

საკარანტინო სივრცეში გვყავს 3 769 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 748, აჭარაში-1 937. სულ, 6-25 ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია 8 503 პირი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 27 736 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 3 608 პირი, აჭარაში – 10 910, იმერეთში – 4 105. ეს არის ის სტატისტიკური მონაცემები, რომელიც ასახავს დღეის მდგომარეობით ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას“, – აღნიშნა ბერდია სიჭინავამ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

განსაკუთრებული შესაძლებლობა მხოლოდ თიბისის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განსაკუთრებული შესაძლებლობა მხოლოდ თიბისის მომხმარებლებისთვის

13:43 05-21-2026
თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის გამარჯვებულია

13:06 05-21-2026
წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გაიმართება

15:04 05-20-2026
თიბისიმ ერთგული Visa საკრედიტო ბარათი განაახლა – სურვილები ახლოვდება
ახალი ამბები

თიბისიმ ერთგული Visa საკრედიტო ბარათი განაახლა – სურვილები ახლოვდება

13:57 05-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved