• რეკლამა
  • კონტაქტი
11:09, პარასკევი, 10 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კორონავირუსი ლაბორატორიიდანაა გაპარული? – მედიაში ანგარიშის დეტალებმა გაჟონა

ალია ავტორი - ალია
20:21 06-08-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

ჰიპოთეზა კორონავირუსის ლაბორატორიული წარმოშობის შესახებ დასაშვებია და შემდგომ გამოძიებას მოითხოვს. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ამერიკის სამთავრობო ლაბორატორიაში. საუბარია კოვიდ-19-ის პანდემიის საწყის ეტაპზე, ჩინეთში მდებარე ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიიდან მის შესაძლო გაპარვაზე და მთელ მსოფლიოში გავრცელებაზე.

სამთავრობო ლაბორატორიის ანგარიში ჯერ ოფიციალური არ არის. თუმცა, საიდუმლო ინფორმაციამ მედიაში გაჟონა და მის შესახებ სტატია ორშაბათს პირველმა “უოლ-სტრიტ ჯორნალმა” (Wall Street Journal) გამოაქვეყნა. გამოცემის მიხედვით, კვლევა გასული წლის მაისში მომზადდა, კალიფორნიის ლოურენს ლივმორის ეროვნულ ლაბორატორიაში. შემდეგ ანგარიში გადაეგზავნა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს. ეს ყოველივე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ბოლო თვეებში ხდებოდა.

“უოლ-სტრიტ ჯორნალის” ცნობით, ლოურენს ლივმორის ლაბორატორიის შეფასება ახალი კორონავირუსის სარს-კოვ-2 გენომის ანალიზს ეყრდნობა. თავად ეროვნული ლაბორატორია კომენტარზე ჯერჯერობით უარს აცხადებს.

აღნიშნული ინფორმაცია თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაციის ოფიციალურ განცხადებებთან თანხვედრაშია. გასულ თვეში, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განკარგულება გასცა, 90 დღის განმავლობაში გამოეძიათ კორონავირუსის წარმოშობის საკითხი.

ამერიკის დაზვერვა ამჟამად ორ ვერსიას განიხილავს. ერთია, ლაბორატორიიდან ვირუსის შემთხვევით გაპარვის შესაძლებლობა და მეორე – ვირუსის ცხოველიდან ადამიანზე გადაცემა. თუმცა, პრეზიდენტ ბაიდენის თქმით, ჯერ გამოძიება არ დასრულებულა და საბოლოო დასკვნამდე არ მისულან.

როგორც ითქვა, დაზვერვის საიდუმლო ინფორმაცია სამთავრობო წრეებში პრეზიდენტ ტრამპის დროსაც ცირკულირებდა. მაშინ ეჭვის საფუძველი კიდევ ერთი ცნობა გახდა, რომლის მიხედვითაც, 2019 წლის ნოემბერში ლაბორატორიის სამი თანამშრომელი ავად გახდა და საავადმყოფოში მკურნალობა დასჭირდათ. თეთრი სახლი მაშინაც და ახლაც ჩინეთისგან მეტ გამჭვირვალობას ითხოვდა.

წყარო – ამერიკის ხმა

თეგები: აშშკორონავირუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved