• რეკლამა
  • კონტაქტი
15:52, პარასკევი, 20 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კორონავირუსი ამერიკელებმა შექმნეს – ჩინეთში შეთქმულების თეორიების პროპაგანდა დაიწყო

ალია ავტორი - ალია
17:31 03-20-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

ჩინეთის სახელისუფლებო ინგლისურენოვანმა გამოცემა Global Times-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ეწერა, თითქოს თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულია პეტიცია, პეტიციის მონაწილეები კი ითხოვენ, რომ პენტაგონის ლაბორატორიის ინფორმაციები  ინფექციურ დაავადებებზე გასაჯაროვდეს.

Global Times-ი აღნიშნავს, რომ ინტერნეტის ჩინელ მომხმარებლებს და ექსპერტებს აინტერესებთ, არის თუ არა დაკავშირებული პენტაგონის ლაბორატორია კორონავირუსის აფეთქებასთან. ცნობისთვის, თეთრი სახლის გვერდზე, სადაც პრეზიდენტის მიმართ პეტიციები ქვეყნდება, ამ შინაარსის პეტიცია გამოქვეყნებული არ არის.

გაზეთი აღნიშნავს, რომ ლაბორატორიების დახურვის შესახებ ინფორმაცია ინგლისურენოვან მედიაში წაშალეს, რაც მათი აზრით, კიდევ უფრო აღვივებს ეჭვს. ამ გზით ჩინეთში ვითარდება თეორია იმის შესახებ, რომ კორონავირუსის აფეთქებაში ბრალი ამერიკელებს მიუძღვით.

შეთქმულების თეორიის განვითარება

პანდემიის პოლიტიზაციასთან ერთად, ჩინეთის ხელისუფლება ბრალდებების წაყენებისკენ წავიდა და ფაქტობრივად უსაფუძვლოდ აცხადებს, რომ კორონავირუსი ჩინეთში ამერიკელებმა შეიტანეს. მედიაში ფართოდ გაშუქდა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარომადგენლის და დიპლომატის, ჩაო ლიციანის აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ კორონავირუსის გავრცელებაში ბრალი აშშ-ს მიუძღვის.

„როდის გაჩნდა აშშ-ში „ნულოვანი პაციენტი“? რამდენი ადამიანი დაავადებული? რომელ საავამყოფოებში იმყოფებიან? შეიძლება ეს თვითონ ამერიკულა არმიამ შემოიტანა ვირუსი უხანში? განმარტეთ ყველაფერი!“ – დაწერა დიპლომატმა „ტვიტერში“.

როდესაც ჩაო ამერიკელ სამხედროებზე ლაპარაკობდა, ის გულისხმობდა სამხედროების მსოფლიო თამაშის მონაწილეებს, რომლებიც გასულ წელს უხანში შეჯიბრზე იმყოფებოდნენ. პენტაგონმა თამაშებზე 17 გუნდი გაგზავნა, რომელშიც 280-მდე სპორტსმენი შედიოდა. მას შემდეგ, ვაშინგტონმა თავიანთი სამხედროების კორონავირუსით დაინფიცირებაზე გააკეთა განცხადება, რომელთაგან ზოგი იყო კავშირში სამხრეთ კორეასთან, ხოლო ზოგი იტალიასთან, მაგრამ არც ერთი უხანში გამართულ სახედრო შეჯიბრთან.

მიუხედავად ამისა, ჩაოს განცხადებები ფართოდ გაავრცელდა ჩინეთის სოცქსელში Weibo-ში და ინტერნეტით ამ ინფორმაციას დაახლოებით 160 მილიონი ადამიანი გაეცნო.

ჩინეთის ელჩი აშშ-ში სახელწიფო დეპარტამენტმა განმარტებებისთვის დაიბარა.

იმავე დღეს, ჩინეთის საგარეო უწყების სხვა წარმომადგენელმა გენ შუანმა ბრიფინგის დროს განაცხადა, რომ ამერიკელები „თავდასხმის რეჟიმში“ არიან, თუმცა მისი კოლეგის კონკრეტულ ბრალდებებთან დაკავშირებით კომენტარი მას არ გაუკეთებია.

ამავე თეორიას ავითარებენ რუსეთშიც. გაზეთმა „ვედემოსტიმ“ გამოაქვეყნა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ თავდაპირველად რუსულ მედიაში პოპულარული იყო კონპირაციული თეორიები, რომელშიც ბრალი ჩინეთს, სხვადასხვა ფარმაცევტულ კომპანიებს ან აშშ-ს მიუძღოდა, მაგრამ მარტის დასაწყისიდან მუსირებს მხოლოდ ის აზრი, რომ ვირუსი „CIA-ს ოთახებში“ შექმნეს.

შეგახსენებთ, რომ პირველწყაროს, ე.წ. ნულოვანი პაციენტის ძებნა ახლაც მიმდინარეობს. ყველაზე გავრცელებული ცნობით, ახალი კორონავირუსი ღამურისგან გავრცელდა, თუმცა ეს აზრი დამტკიცებას საჭიროებს.

პრაიმტაიმი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved