• რეკლამა
  • კონტაქტი
20:57, სამშაბათი, 1 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კონსტანტინე გამსახურდია: რუსულ რბილ ძალას აწყობს რუსეთთან შეერთება დადებით ამბად წარმოაჩინოს

ალია ავტორი - ალია
13:17 05-29-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
6,284

გეორსგიევსკის ტრაქტატისა და ერეკლე მეორეს შესახებ სოციალურ ქსელში კონსტანტინე გამსახურდია წერს:

„თვალყურს ვადევნებ სოციალურ ქსელში ატეხილ კამათს ერეკლე მეორეზე და მრჩება შთაბეჭდილება, რომ რამოდენიმე მიზეზის გარდა (რუსულ რბილ ძალას აწყობს რუსეთთან შეერთება დადებით ამბად წარმოაჩინოს, ისტორიის მწირი ცოდნა და ა.შ.) საქმე არასწორად შერჩეულ ტერმინშია – “მოღალატე”. ეს ტერმინი არამართებულია.

სინამდვილეში გეორგიევსკის ტრაქტატი ეს იყო ჩვეულებრივი შეცდომა. “ღალატი” შეგნებული მავნებლობაა, ბოროტებაა. ახალგაზრდა გერმანელი ისტორიკოსი, ფილიპ ამონი თავის ახლახანს გამოცემულ წიგნში (“საქართველო სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობასა და რუსულ ოკუპაციას შორის ქართულ-რუსული კონფლიქტის ფესვები მე-18 საუკუნიდან პირველი რესპუბლიკის აღსასრულამდე”) ასეთ დასკვნას აკეთებს:

“რუსეთისკენ მისწრაფებისას ერეკლემ ზოგიერთი მცდარი შეფასება გააკეთა – ვერ მიხვდა, რომ პატარა ქართლ-კახეთის მეფე რუსების თვალში თანასწორუფლებიან სუვერენად ვერ აღიქმებოდა. კიდევ უფრო ნაკლებად ესმოდა რუსული იმპერიალისტური თამაშის ეგოცენტრული დინამიკა, რომელშიც მისი ქვეყანა მხოლოდდამხოლოდ პატარა კამათელი იყო. ძლიერი, ერთიანი საქართველო, მკვლევარ ვლადიმერ დეგოევს თუ დავესესხებით, სულაც არ შედიოდა რუსეთის ინტერესებში. საქართველოს დაცვა სულაც არ იყო რუსული სტრატეგიის მთავარი მიზანი. პირიქით, საქართველოს პროტექტორატი, „ბერძნულ პროექტთან“ ერთად, რუსეთის დიდი „აღმოსავლური პროექტის“ ნაწილი იყო, რომელიც მისი შემქმნელის, (ანუ გრიგორი პოტიომკინის, ეკატერინეს ფავორიტის, რომელიც ხშირად სარდალ პავლე პოტიომკინში ეშლებათ, კ.გ.) გარდაცვალებით (ანუ 1791 წ. კ.გ.) დასამარდა.”

კიდევ ერთხელ გავიმეორებ: არც ალექსანდრე ბატონიშვილი, არც სოლომონ ლიონიძე არ იზიარებდნენ ამ ტრაქტატის დადების იდეას. იგი ასევე გადააფასეს 1832 წლის შეთქმულებმაც, შემდგომში კი ილიამ და აკაკიმ.

როდესაც ედ. შევარდნაძემ 1983 წელს დააპირა დიდი ზარ-ზეიმით აღენიშნა ტრაქტატის იუბილე, უფლებადამცველმა და დისიდენტმა ზვიად გამსახურდიამ გამოსცა თვითგამოცემა “საქართველო”, რომლის მეთაურ წერილს გამომცემლის მიერ დაწერილს ერქვა “ვგმობთ ცარიზმის იუბილეს.” იგი 1000 ცალზე მეტი გავრცელდა. მასში დაიბეჭდა ივ. ჯავახიშვილის და ნიკო ბერძენიშვილის აკრძალული შრომები ამ ტრაქტატზე, ასევე ლენინური “ისკრას” ნეგატიური შეფასება, როდესაც ქართველმა თავად-აზნაურობამ დიდი ზეიმით აღნიშნა რუსეთთან შეერთება. რა აზეიმებთო, კითხულობდა ლენინის გაზეთი.

ამ იდიოტურ პეტიციებს კიდევ, ვიღაცას აუკრძალონ ლექციები, აჯობებს სტუდენტებს ასწავლოთ ავტორიტეტებთან შეკამათება, თუკი არამართებულ აზრს ან შეუსაბამო ტერმინს გამოიყენებენ. მე ჩემს ლექციებზე ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ოთხი წლის მანძილზე ბოლო 30-40 წუთს პოლემიკას ვუთმობდი. თვითონვე წავახალისებდი ხოლმე სტუდენტებს, შემკამათებოდნენ.”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სადაც ახალი იდეები იბადება – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს
ახალი ამბები

სადაც ახალი იდეები იბადება – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს

14:26 09-01-2026
თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება – მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის მაქსიმალურად სარგებლიანად
ახალი ამბები

თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება – მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის მაქსიმალურად სარგებლიანად

13:38 09-01-2026
წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე

15:28 08-31-2026
ქობულეთი, ბათუმი თუ ურეკი: სად ჯობია ბინის ყიდვა?
ახალი ამბები

ქობულეთი, ბათუმი თუ ურეკი: სად ჯობია ბინის ყიდვა?

13:28 08-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved