• რეკლამა
  • კონტაქტი
06:31, სამშაბათი, 3 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კონკრეტული შემთხვევა, თუ რაოდენ არაკომპეტენტური და უცოდინარია მიტროპოლიტი შიო” – გიორგი ტიგინაშვილი

ალია ავტორი - ალია
20:25 04-03-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
11,309
თეოლოგი, გიორგი ტიგინაშვილი:
კრემლის იდეოლოგიურმა უფლისწულმა შიომ (მუჯირი) 1998 წელს მოსკოვის სასულიერო აკადემიის დაუსწრებელ განყოფილებაზე ჩააბარა. რუსულ სივრცეში, სადაც წინასაგამოცდო პერიოდებში ლექტორები ყველაზე მეტ კონიაკსა და არაყს იღებენ ხოლმე საჩუქრად, კორუფციის, პროტექციონიზმისა და არაკვალიფიციურობის აპოთეოზია გამეფებული. ჯერ რა არის დასწრებული და ახლა დაუსწრებელი თუ რა დონეზეა ვალიდურობის თვალსაზრისით, თავად განსაჯეთ.
შიო (მუჯირი) ასევე სწავლობდა 2001 წლიდან მოსკოვის წმ.ტიხონის სახ. მართლმადიდებლურ ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში.
ცნობისათვის, არც მოსკოვის სასულიერო აკადემიას და არც წმ. ტიხონის სახ. ჰუმ. უნივერსიტეტს საერთაშორისო არენაზე არანაირი აღიარება არ გააჩნია და მათი ხარისხები და დიპლომები არ მიიჩნევა ვალიდურად და უნივერსალურად!
ეს რომ ასეა და ხე ნაყოფით რომ იცნობა, შიოს შემთხვევაშიც ძალიან აშკარა და თვალსაჩინოა, რადგან საყოველთაოდ ცნობილია და უკვე აღარავინ დაობს იმაზე რომ თვით “სამაგისტრო” ნაშრომიც კი მან სხვას დააწერინა და შემდეგ მიითვისა.
ამასთან, გავიხსენოთ კონკრეტული შემთხვევა თუ რაოდენ არაკომპეტენტური და უცოდინარია მიტროპოლიტი შიო, რომელმაც კატეხიზმოს დონეზეც კი არ იცის ღვთისმეტყველების ელემენტარული შესავალი.
2020 წლის 7 აპრილს, ხარების დღესასწაულზე მან იქადაგა შემდეგი: “დღეს ჩვენ აღვნიშნავთ დიდი სასწაულს, რომ სულიწმინდა ჩაისახა ყოვლადწმინდა ქალწულში, რომ შვას მან ძე ღვთისა”. ასეთი როყიო და გაუგონარი ექსკლუზივი წარმოადგენს სერიოზულ თეოლოგიურ ცდომილებას, რომელიც ეწინააღმდეგება მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმატურ სწავლებას, კერძოდ კი პნევმატოლოგიას.
მართლმადიდებელი სარწმუნოების თანახმად, ჩასახვა ეკუთვნის მხოლოდ ძე ღმერთის განკაცებას.”რომელი ჩუენთვის, კაცთათვის და ჩუენისა ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით, და ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა, და განკაცნა”. როგორც ამას გვამცნობს ნიკეა-კონსტანტინოპოლის მრწამსი. აქ მკაფიოდ არის გამიჯნული: ვინ განკაცდა – ძე, ანუ ლოგოსი; ვისგან და როგორ – სულიწმინდის მოქმედებით და მარიამისაგან.
ამდენად სულიწმინდა არ განკაცებულა, არ “ჩასახულა” და არც შეიძლება ჩაისახოს, რადგან იგი არის ერთ-ერთი ჰიპოსტასი წმინდა სამებიდან, თანასწორი მამისა და ძისა, “რომელი მამისაგან გამოვალს“ (იოანე 15,26). შესაბამისად, სულიწმინდის მოქმედება არის არა განკაცება, არამედ ღვთაებრივი ენერგიით აღსრულება და კურთხევა.
ამიტომ, როდესაც შიო ამბობს, რომ “სულიწმინდა ჩაისახა მარიამში” ის:
1) ურევს სამების პირებს შორის განსხვავებას (ტრინიტარული აღრევა);
2) ფაქტობრივად ანიჭებს სულიწმინდას იმ თვისებას, რომელიც ეკუთვნის მხოლოდ ძეს – განკაცებას;
3) ამით არღვევს ქრისტოლოგიურ დოგმას და უახლოვდება ძველ ერესებს (მაგ., მოდალიზმს ან პნევმატოლოგიურ გაუგებრობებს).
მართლმადიდებელი სწავლება მკაფიოდ ამბობს რომ მარიამ ღვთისმშობელში ჩაისახა ძე ღმერთი (ქრისტე), ჩასახვა აღსრულდა სულიწმინდის მიერ (მოქმედებით და არა სამების მესამე პირის განკაცებით).
ეკლესიური პასუხისმგებლობა გვავალდებულებს, რომ მსგავს შემთხვევებში დავიცვათ სარწმუნოების სიწმინდე, არა რაღაც პიროვნების შეურაცხყოფით, არამედ ჭეშმარიტების მკაფიო და არგუმენტირებული დაცვით.
“ეცადე რჩეულად, პირნათელ მუშაკად და ჭეშმარიტების სიტყვის სარწმუნო მქადაგებლად წარუდგე ღმერთს. ფუჭ ყბედობას კი ერიდე, რადგანაც უფრო გაღრმავდება ხალხის უღმერთოება” (2 ტიმ. 2,15-16). სწორედ ეს არის ის საზომი, რომელსაც ვერ უნდა ავცდეთ!
საუბედუროდ, მიტროპოლიტ შიოს სხვა ყველა პროფანაციასთან ერთად, ისიც არ ესმის რომ დოგმატი არ არის ინტერპრეტაციის თავისუფალი სფერო, არამედ იგი გამოცხადებული ჭეშმარიტებაა, რომლის დამახინჯებაც სარწმუნოების საფუძვლებს აზიანებს…

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:33 11-02-2026
თიბისი მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სასკოლო ფორმების შეძენაზე 100%-მდე ქეშბექს სთავაზობს
ახალი ამბები

თიბისი მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სასკოლო ფორმების შეძენაზე 100%-მდე ქეშბექს სთავაზობს

15:58 11-02-2026
ბაზისბანკის მხარდაჭერით, საერთაშორისო ღონისძიება “თბილისის ფინანსური სამიტი” გაიმართა
ახალი ამბები

ბაზისბანკის მხარდაჭერით, საერთაშორისო ღონისძიება “თბილისის ფინანსური სამიტი” გაიმართა

15:37 11-02-2026
თიბისი განაწილება უკვე 6 თვეზე – ეფექტური 0%-ით
ახალი ამბები

თიბისი განაწილება უკვე 6 თვეზე – ეფექტური 0%-ით

13:26 11-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved