დედაქალაქის მერი, კახა კალაძეს სანქციებზე საუბრისას, ამბობს:
“სანქციები შეიძლება დააწესონ. მაგალითად, ჩვენც ზოგიერთმა ევროპულმა ქვეყანამ, ბალტიისპირეთის ქვეყნებმა დაგვიწესეს. არ შეგვიძლია იმ კონკრეტულ ქვეყანაში შესვლა, მაგრამ ჩვენ ხომ ბევრჯერ ავხსენით და ვთქვით, რომ როდესაც საქმე ქვეყნის ინტერესს ეხება, აქ სანქციებზე საუბარი ზედმეტია. მე რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებში თავისუფლად შევძლო გადაადგილება, უნდა დავთმო ჩემი ქვეყნის ინტერესი, უნდა მივუერთდე სანქციებს, რითაც დავაზიანებ ქართველ ხალხს, ქართულ ეკონომიკა,ს, ქართულ სახელმწიფოს. ხომ გახსოვთ რა განცხადებები კეთდებოდა, „გვირჩევნია ქვეყანაში ბომბები ცვიოდეს, ისეთ განცხადებებს აკეთებს საქართველოს ხელისუფლებაო“. იყო მოწოდებები „მეორე ფრონტის“ გახსნასთან დაკავშირებით.ასეთი პროცესები მიდის მსოფლიოში, ხედავთ როგორი უსამართლობაა. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და ქვეყნის ინტერესი“.














კომენტარები