• რეკლამა
  • კონტაქტი
18:41, კვირა, 22 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კონგრესმენი ქართველი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს – The Hill-ის სტატია

ალია ავტორი - ალია
20:46 05-19-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
686

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, კონგრესმენი ჯო უილსონი ამზადებს კანონპროექტს, რომელიც საქართველოს მთავრობის წევრების მიმართ შესაძლო სანქციებს ითვალისწინებს. საქმე ეხება რუსეთისგან შთაგონებული კანონპროექტის მიღებას, რამაც აშშ-ისა და ევროკავშირის ოფიციალური პირების მხრიდან დაგმობა გამოიწვია, – ამის შესახებ გამოცემა The Hill-ის სტატიაშია საუბარი, რომელიც წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრის, კონგრესმენი ჯო უილსონის კანონპროექტს შეეხება.

გამოცემა წერს, რომ საქართველოს მმართველმა პარტიამ, “ქართულმა ოცნებამ” [რუსული] კანონი გასულ კვირას მიიღო და პირობა დადო, რომ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევდა. აქვე აღნიშნულია, რომ სალომე ზურაბიშვილმა კანონს ვეტო შაბათს დაადო.

“საქართველოში ვითარება გულდასაწყვეტია. ქართველი ხალხი თავისუფლების განსახიერებაა. ისინი ამერიკელების შთაგონებას განაგრძობენ”, – განუცხადა კონგრესმენმა გამოცემას.

აქვე, გამოცემა წერს, რომ უილსონის კანონპროექტი მოუწოდებს პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციას, შეისწავლოს ქვეყანაში სანქციების თავიდან არიდებისა და რუსეთის დაზვერვის რესურსების შესახებ ინფორმაცია.

გარდა ამისა, ის მოითხოვს სანქციების დაწესებას მათთვის, ვიზეც დადგინდება, რომ მთავრობის სახელით ადამიანის უფლებების დარღვევაში მონაწილეობდნენ.

“სამწუხაროდ, პრორუსული [“ქართული ოცნების”] მთავრობა ეწინააღმდეგება პატრიოტ ქართველებს, რომლებიც კრემლის ბნელ წლებში დაბრუნებაზე უარს ამბობენ. თავისუფლებისმოყვარე ქართველების რეპრესიები უნდა შეწყდეს. აშშ მტკიცედ დგას დემოკრატიული ნორმებისა და ღირებულებების დაბრუნების მოწოდებაში”, – წერია სტატიაში.

ცნობისთვის, ჯო უილსონი აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეა. ჰელსინკის კომისიის ფარგლებში, 4 ივნისს, საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ აშშ-ის კონგრესში მოსმენაც გაიმართება. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!
ახალი ამბები

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!

22:28 03-21-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved