• რეკლამა
  • კონტაქტი
15:56, პარასკევი, 21 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კონდიციონერის ახალი ბრენდი ბაზარზე და საზაფხულო რჩევები ცელსიუსისგან

ალია ავტორი - ალია
15:15 08-01-2023
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
883

როგორც სინოპტიკოსები პროგნოზირებენ, 2023 წლის აგვისტო გასულ წლებში დაფიქსირებულ საშუალო სტატისტიკურ მაჩვენებელთან შედარებით 2-3 გრადუსით უფრო ცხელი იქნება. მაღალი ტემპერატურით გამოწვეული რისკებია გაუწყლოვნება, გადახურება, გულის დაავადებების და სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემების გაუარესება.

ვინ იმყოფება ყველაზე მეტად რისკის ქვეშ? – ხანდაზმულები, ბავშვები, ქრონიკული დაავადებების, გადაადგილების პრობლემების, ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირები, ფიზიკურად აქტიური პირები.

ზაფხულის ცხელი დღეებისთვის, დაავადებათა კონტროლის ცენტრის პირველი რჩევაა, შევინარჩუნოთ სახლში სიგრილე.

იმ შემთხვევაში, თუ არ გაქვთ კონდიციონერი სახლში და ვერ ახერხებთ მის შეძენას, ეცადეთ დღისით ამ გზით შეამციროთ სახლში სიცხის შეღწევა – დახურეთ ფანჯრები, ჟალუზები და დარაბები. განსაკუთრებით, მზის მხარეს. შეძლებისდაგვარად გამორთეთ ელექტრო მოწყობილობები და ხელოვნური განათება, მზის მხარეს ჩამოაფარეთ დამჩრდილავი ფარდები, ჟალუზები, დარაბები. ჩამოკიდეთ სველი პირსახოცები, რაც გაგრილებასთან ერთად სახლს დაატენიანებს.

მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე.

გამომდინარე იქედან, რომ იდეალური ვარიანტი მაინც კონდიციონერია, ჩვენ დავინტერესდით ბაზარზე არსებული კონდიციონერების ფასებით და ბრენდებით. აღმოჩნდა, რომ ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდია შემოსული, CHIQ, რომელიც კომპანია ცელსიუსის დაკვეთით და ექსკლუზიურად მათთვის შეიქმნა. ფასები სხვა ბრენდებთან შედარებით ხელმისაწვდომია ნამდვილად.

კომპანია ცელსიუსი ამბობს, რომ ბრენდის შექმნისას კომფორტი და ინოვაცია გაითვალისწინა, მაგრამ, ზაფხულის ასეთ ცხელ დღეებში, სახლში ტემპერატურის სწორად გადანაწილება, „თბური ტალღებით“  ჯანმრთელობის გართულების თავიდან აცილების უმთავრესი გზაცაა.

ორი რამ, რაც განსაკუთრებულად მოგვეწონა ამ ბრენდში – პირველი, იონიზაცია – ჰაერის გაწმენდის და სუფთა ჰაერის წარმოქმნის ფუნქია და მეორე, კიდევ უფრო საინტერესო – კონდიციონერს მოყვება მოდემი, რომელიც ვაიფაის მეშვეობით მუშაობს. არ აქვს მნიშვნელობა რა მანძილით ხართ დაშორებული სახლს, თუ ოფისს, ტელეფონის აპლიკაციით შეგიძლიათ აკონტროლოთ სახლის თუ ოფისის კონდიცირება. თუ თქვენ გყავთ ოჯახის წევრები, რომლებიც მაღალი ტემპერატურის პირობებში რისკ ჯგუფებში არიან, მათი დაცვა „თბური ტალღებისგან“ ნებისმიერი ადგილიდან, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ.

და თუ თქვენ ფიზიკურად აქტიური ცხოვრების წესი გაქვთ – ფიზიკური სამუშაო გაქვთ, ან სპორტსმენი ხართ, თქვენი ჯანმრთელობისთვისაც გადამწყვეტია, რა ტემპერატურა გხვდებათ სახლში და არის თუ არა ჰაერი გაწმენდილი.

დამატებითი ბონუსია კონდიციონერის ნაწილები, რომლებიც სპილენძითაა დამზადებული და ეს ბრენდს უფრო გამძლეს ხდის.

ბონუსის ბონუსიც აქვს ცელსიუს წელს მომხმარებლისთვის – კონდიციონერის სწორად არჩევას დიდი მნიშვნელობა აქვს, ფართის მიხედვით, სახლის, ბინის მდებარეობის, სახლის იზოლაციის მიხედვით და სხვა ნიშნებით. ამ დეტალებს არ გავშლი, რადგან, კომპანია თავად უშვებს თავის წარმომადგენელს მომხმარებელთან სახლში, სრულიად უსასყიდლოდ, მოხდება სახლის, ბინის შეფასება და საჭირო მონაცემის კონდიციონერის შერჩევა.

არც ის დაგავიწყდეთ, რომ სახლიდან გაუსვლელადაც შეგიძლიათ კონდიციონერის შეკვეთა, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ზაფხულის ცხელი დღეების გათვალისწინებით.

გისურვებთ ჯანმრთელობას, ზაფხულში გრილ და ზამთარში თბილ სახლს.

 

 

 

თეგები: CHIQკონდიციონერიცელსიუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
ახალი ამბები

საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა

12:07 08-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved