უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუს დროს, რუსეთის მოთხოვნებზე, ყირიმის რუსეთის ნაწილად, ხოლო ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებაზე, ასევე NATO-ს წევრობაზე უარის მოთხოვნაზე, თქვა:
“არსებობს კომპრომისები, რომლებისთვისაც ჩვენ, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, მზად ვერ ვიქნებით. არანაირი კომპრომისები ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობასთან და სუვერენიტეტთან დაკავშირებით – მათ უპასუხა უკრაინელმა ერმა. ისინი არ შეხვდნენ რუს ჯარისკაცებს თაიგულებით, ისინი მათ შეხვდნენ იარაღით ხელში “
კომენტარები