• რეკლამა
  • კონტაქტი
22:51, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გამოკითხულ კომპანიათა 86% არ აპირებს ვაქცინაციის სავალდებულო პოლიტიკის შემოღებას- ბიზნეს ასოციაცია

ალია ავტორი - ალია
13:53 09-09-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
24

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მხარს უჭერს ვაქცინაციის პროცესს და აქტიურად მოუწოდებს, როგორც ბიზნესს, ასევე ფართო საზოგადოებას, დროული და სწრაფი ვაქცინაციისკენ. სწორედ ამიტომ, საკითხის საფუძვლიანად შესწავლისა და ბიზნესის განწყობების გასაანალიზებლად, საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ, ვაქცინაციის მიმართ დამოკიდებულების შესაფასებლად, ასოციაციის წევრი და მათი შვილობილი კომპანიები გამოკითხა.

როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კვლევის შედეგების თანახმად, კომპანიების 95%-ს დასაქმებულების ვაქცინაცია აუცილებლად მიაჩნია. მეტიც, გამოკითხულთა 87%-ს უკვე ჰქონდა ვაქცინაციის შესახებ დასაქმებულებთან კომუნიკაცია, ხოლო 6% უახლოეს მომავალში გეგმავს აცრის საჭიროების განხილვას.

თანამშრომელთა შორის ვაქცინაციის პროცესის წასახალისებლად კი კომპანიები სხვადასხვა მექანიზმებს მიმართავენ, როგორიცაა ფინანსური წახალისება, ანაზღაურებადი შვებულება, სამუშაო ადგილზე აცრის შეთავაზება, შეღავათი სამუშაო გრაფიკზე და სხვა. აღსანიშნავია, რომ გამოკითხულ კომპანიათა 27%-ს უკვე დანერგილი აქვს აცრის წამახალისებელი მექანიზმები, ხოლო 29% სწრაფადვე გეგმავს მათ შემოღებას.

„მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა რესპონდენტი საჭიროდ მიიჩნევს თანამშრომელთა აცრას, ასეთი ცალსახა პოზიცია არ ჩანს სავალდებულო ვაქცინაციასთან დაკავშირებით, რადგანაც კომპანიების ნაწილისთვის არ არის ცხადი, რამდენად დაარღვევს აღნიშნული ვალდებულება შრომის კოდექსით გათვალისწინებულ შრომით უფლებებს. ასევე კომპანიების ის ნაწილი, რომელთა თანამშრომლებიც არ არიან მომხმარებლებთან პირდაპირ კომუნიკაციაში, ასევე არ განიხილავენ სავალდებულო ვაქცინაციის შემოღებას. შესაბამისად, კომპანიათა უმეტესობა, კერძოდ, გამოკითხულთა 86% არ აპირებს ვაქცინაციის სავალდებულო პოლიტიკის შემოღებას. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დაფიქსირებული 14% მაინც მაღალი მაჩვენებელია და ძირითადად ფარავს იმ კომპანიებს, რომლებიც წარმოდგენილნი არიან საცალო გაყიდვებისა და სტუმარმასპინძლობის სექტორებში. საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ვაქცინაციის პროცესის მხარდასაჭერად აქტიურად აგრძელებს კომუნიკაციას როგორც სახელისუფლებო ინსტიტუტებთან, ასევე ბიზნესთან. აღნიშნული ქმედებების მიზანი კი დასაქმებულებისთვის ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ინფორმაციის მიწოდება და ვაქცინაციის პროცესის მაქსიმალური დაჩქარებაა“, – აცხადებენ ასოციაციაში.

თეგები: ვაქცინა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved