• რეკლამა
  • კონტაქტი
22:24, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კომპანია “არემჯის” განცხადება

ალია ავტორი - ალია
18:50 08-23-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,454

გვსურს გამოვეხმაუროთ, დღეს, 23 აგვისტოს, პარტია “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების მიერ, მედია საშუალებებით გავრცელებულ ე.წ. ინფორმაციას ჩვენი კომპანიის საქმიანობის შესახებ.
პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ მათ მიერ ნახსენები სატენდერო ტერიტორია 2011 წლიდან შედიოდა “არემჯის” სალიცენზიო არეალში. აღნიშნული ტერიტორია 2020 წელს სახელმწიფომ დაიბრუნა და აღარ არის “არემჯის” სტრატეგიული ინტერესის ნაწილი. შესაბამისად, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე.

ამასთანავე, აღნიშნულ მედია მიმართვაში რამდენჯერმე გაიჟღერა კომპანიის კავშირებზე ბატონებთან – ბიძინა ივანიშვილთან და უჩა მამაცაშვილთან. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ კომპანიას არ აქვს კავშირი აღნიშნულ პირებთან და ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. შესაბამისად, აღნიშნული გავრცელებული ინფორმაციაც არის სიცრუე.
რაც შეეხება “რუსულ ოქროსთან“ კავშირების თემას, ამ საკითხთან დაკავშირებით ვაცხადებთ, რომ ჩვენთვის მიუღებელია მსგავსი ბრალდებები, რადგან “არემჯი” წლებია ოპერირებს საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობის სრული დაცვით. კომპანია სრულად გამჭვირვალეა, მათ შორის საბოლოო ბენეფიციარების ნაწილშიც.

ამასთანავე, გვსურს აღვნიშნოთ, რომ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის პოლიტიკურ პროცესებს და მოვუწოდებთ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს, ნუ გამოიყენებს ბიზნესს საკუთარი ინტერესებისთვის და პოლიტიკური ქულების მოსაპოვებლად.

საზოგადოებას კი შევახსენებთ, მთლიანი ჩვენი გუნდის – 3700 თანამშრომლის სახელით, რომ “არემჯი” აკეთებს ურთულეს ქართულ სამთო საქმეს. ჩვენ წლებია ვართ რეგიონის უმსხვილესი დამსაქმებელი, ვართ საქართველოს საექსპორტო ლიდერი და ამასთანავე, ვოპერირებთ მაღალი გარემოსდაცვითი და შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებით.

თეგები: არემჯი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved