ინგა გრიგოლია:
“ჩვენი მოთხოვნა უცვლელია, დაისაჯონ დამნაშავეები, ვინც სპეცოპერაცია მოუწყო მედიას ხუთ რიცხვში.
დღეს რომ გამოვიდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, კომიკური კაცი და რომ თქვა, რომ თურმე, ჩვენი ქმედებები არის ანტისახელემწიფოებრივი და თურმე, სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებას ვაწყობდით, მოვუწოდებ, ან დაასაბუთოს, ან იმოქმედოს, თუ ჩვენ სახელმწიფოს წინააღმდეგ შტურმს ვგეგმავდით, ესე იგი ვართ დამნაშავეები და მაშინ გვაგებინოს პასუხი.
სანამ არ გადადგება ირაკლი ღარიბაშვილი, მანამდე გავაგრძელებთ ჩვენ პროტესტს. არ გამოუვათ არაფერი, რაც არ უნდა სიბინძურები უნდა უგორონ ჩვენ კოლეგას, არ გამოგივათ, ხალხო, მედია გამოიყვანეთ ქუჩაში. ცხოვრებაში ვერ წარმოვიდგენდი, რომ ქუჩაში დავდგებოდი და პოლიტიკურ მოთხოვნებს დავაყენებდი. იმის ნაცვლად, რომ ახლა ვიყო სტუდიაში, აქ ვზივარ კიბეებზე. არ შევალ, ჩვენი სტუდიები გადმოვლენ აქ.”
კომენტარები