• რეკლამა
  • კონტაქტი
22:37, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კომენტარების დიდი ნაწილია: დაწვიიიიით, მოკალიიიით… მგონი, ყველას დაგვავიწყდა, რომ გარეთ 2022 წელია” –

ალია ავტორი - ალია
21:06 11-22-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
362
სამოქალაქო აქტივისტი, ცაბუნია ვართაგავა:
“ზუგდიდში გუშინწინ არასრულწლოვნებს შორის საქმის გარჩევაზე და მკვლელობაზე თუ რაიმე ნიუსი იდება, სავარაუდო მკვლელზე კომენტარების დიდი ნაწილი არის
დაწვიიიიით
მოკალიიიით
ამოალპეთ ციხეშიიიი
უნდა აწამოოოოო
რად უნდა ციხე, პირდაპირ სიკვდილით უნდა ისჯებოდეეეეეს
იმ ადვოკატს რა ვუთხარი, ვინც მაგას დაიცაააააავს
მგონი, ყველას ერთად დაგვავიწყდა, რომ გარეთ 2022 წელია და მეტნაკლებად ცივილურ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც სამართლინობის აღდგენის ერთადერთი გზა მართლმსაჯულებაა, ხოლო სასჯელის ზომა ვადიანი ან უვადო თავისუფლების აღკვეთა (სხვა სასჯელებიც გვაქვს – ჯარიმა, თანმდებობის დაკავება და ა.შ. მაგრამ ეგ ახლა არაა მნიშვნელოვანი)
დაწვაზე, მოკვლაზე, წამებაზე დიდი ხნის წინ ვთქვით უარი და შევთანხმდით სხვადასხვა ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები, რომ ეგ არ არის სწორი. ხოლო ვინც საპირისპიროს ფიქრობთ, არაფრით განსხვავდებით იმ მკვლელისგან ერთი რამის გარდა – თქვენ ჯერ არ მოგცემიათ შანსი სხვისთვის სიცოცხლე წაგერთმიათ
აქვე, მართლმსაჯულების პროცესში დაცვის უფლება აქვს ყველა ადამიანს. ადვოკატის აყვანა არ ნიშნავს, რომ მან მაინცდამაინც უნდა გაამართლოს დამნაშავე და ამტკიცოს, რომ ის უდანაშაულოა.
დღეს გავიგე, რომ ადვოკატმა უარი თქვა ბრალდებულის დაცვაზე, თუ იმიტომ თქვა უარი, რომ ვიღაცეები ამბობდნენ, შემირცხვენია ის ადვოკატი, ვინც მაგას დაიცავსო, აბა რა ჩემი ფეხების ადვოკატია თუ მხოლოდ საზოადოებისთვის მორალურად მისაღებ ადამიანებს დაიცავს?  ფრთიან ანგელოზებს არ სჭირდებათ ადვოკატები, თუ ოდესმე სამათლებრივი დაცვა დამჭირდა და ეგ იქნება ერთადერთი, ვისაც ჩემი დაცვა შეეძლება, არ მივმართავ დახმარების თხოვნით
მოკლდ, ან ვთანხმდებით, რომ ცივილური ქვეყანა ვართ, ან დავიწყოთ ერთმანეთის ხოცვა სამაგიეროს გადახდის მიზნით და დავბრუნდეთ გამოქვაბულში.
და თუ ვინმე იტყვის, რომ ახლა ფრთებს ვაშრიალებ, რადგან ეს მკვლელობა პირადად მე არ შემეხო, გეტყვით, რომ არც ამ კომენტარის ავტორები არიან ჭირისუფლები. და მეორე, არც ისე შორეულ 90-იანებში ჩემს ოჯახს “იდეალური საბაბი” ჰქონდა ლინჩის წესით სხვა ოჯახის დასასჯელად, მეზობლები და ნათესავებიც აქეზებდნენ, რომ მისულიყვნენ და იმათი სახლი გადაეწვათ და არ ქნეს.”
თეგები: ცაბუნია ვართაგავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved