• რეკლამა
  • კონტაქტი
06:15, სამშაბათი, 21 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კომაში მყოფ 17 წლის ბიჭს უფულობის გამო, საავადმყოფოდან უშვებენ

ალია ავტორი - ალია
22:10 03-26-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
216

17 წლის ერეკლე ჩეკურიშვილი, რომელიც აგვისტოში თავში დაჭრეს და ექიმების დიდი ძალისხმევით, სიკვდილს გადაურჩა, დღემდე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება. ერეკლეს გამოჯანმრთელების იმედს  გერმანიის ერთ-ერთი კლინიკა იძლევა, თუმცა ამისთვის 145 ათასი ევროა საჭირო. კორონავირუსთან დაკავშირებული ამბების გამო, კლინიკამ მაისამდე ერეკლეს მიღებაზე უარი თქვა, თუმცა მანამდე თანხაა შესაგროვებელი. ამასობაში კი, საქართველოში, კლინიკაში, სადაც ოჯახმა 40 ათასზე მეტი უკვე დახარჯა, ერეკლეს დედის თქმით, უარს ამბობენ თანხის გარეშე ერეკლეს დატოვებაზე და ახალ ნაოპერაციებსს, სახლში უშვებენ. 

„ხვალ კუჭს გაუჭრიან და ცხვირიდან კუჭში გადაუტანენ ზონდს. კიდევ ორი ათასი გადამახდევინეს ოპერაციის. ეტლი და ნაწოლების ლეიბი უნდა მეყიდა ამ თანხით.  სახლში ატარე ექიმიო. ვიზიტი რა ღირს იცით? ექთანი 100 ლარი ბინაზე, ექიმი 150 ლარი.

რასაც ვშოულობდი ამ ხნის მანძილზე, სულ მაგის კლინიკაში მომქონდა და იმასაც არ მიკეთებს, რომ 2 კვირა გააჩეროს და ახალი ნაოპერაციები სახლში არ გაგვატანოს ბავშვი. ადრე ირაკლი ღარიბაშვილმა გადაგვიხადა მკურნალობის ფული და ცოტა ამოვისუნთქეთ, ასევე სრულიად უცნობი ხალხი მეხმარება, როგორც შეუძლიათ. ეს რომ არ ყოფილიყო, არ ვიცი, რა უნდა მექნა. უკვე ყველას ვემუდარები, დამეხმარონ.

კალათბურთელი ზაზა ფაჩულიას ნომერი მომცეს, მითხრეს, ტელევიზიით სულ თანადგომაზე ლაპარაკობს და აუცილებლად დაგეხმარებაო. მივწერე, ვთხოვე, თავის კედელზე პოსტი გაეზიარებიდა, რომ ბევრ ადამიანს ენახა. წაიკითხა, მაგრამ არც კი მიპასუხა. 

ბექა ოდიშარია რომაა პარლამენტარი, მაგასაც მივწერე ვაიბერით, იცით რა მომწერა, გამგეობაში დაწერეო. არჩილ თალაკვაძიდან დაწყებული კალაძით და გახარიათი დამთავრებული ყველას მობილური მაქვს, მაგრამ ვინ გაქცევს ყურადღებას. უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო ირმა ინაშვილს, მასაც მივწერე და მეორე დღესვე 300 ლარი ჩამირიცხა. ეხლა ექიმი მეუბნება სახლის გარემოცვა უნდაო და მე სად მაქვს ჟანგბადის აპარატი სატულაციის ან ნაწოლების ლეიბი, ტრახეა რომ ვუწმინდო 500 ლარი ღირს აპარატი. ორ პატარა ნაქირავებ ოთახში უნდა ვიყოთ ყველა, მამა ონკოლოგიური ავადმყოფი“,-ამბობს ნინო ჩეკურიშვილი.

​ცნობისთვის, ერეკლე ჩეკურიშვილს 38 წლის მამაკაცმა ქუჩაში ესროლა. დაპირისპირება ძაღლების ჩხუბს მოჰყვა, რადგან  ერეკლემ მისი ძაღლი ფეხით მოიგერია. და თავის ძაღლს მოაშორა. დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს.

ინფოფოსტალიონი

„ალია“ თავის მკითხველებს სთხოვს, გულთან ახლოს მიიტანონ ერეკლეს გასაჭირი და ერთობლივი ძალისხმევით, ბავშვის გადარჩენა მოვახერხოთ.

დარეკეთ მაგთის, ბილაინის და ჯეოსელის აბონენტებმა: 0901701533
ზარის ღირებულება 1 ლარი

TBC ბანკი:
GE14TB7525245061100076 მიმღები-ნინო ჩეკურიშვილი

საქართველოს ბანკი:
GE73BG0000000190588200 მიმღები-ნინო ჩეკურიშვილი

ერეკლეს დედის პირადი მობილურის ნომერია: 577 39 18 25.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ეპილაცია
ახალი ამბები

ალექსანდრიტი, დიოდი, თუ ნეოდიუმი? – მითები და სიმართლე ეპილაციის ტიპებზე

14:49 07-20-2026
თიბისის და FMO-ს პარტნიორობა – $210 მილიონი ბიზნესების და მწვანე ინიციატივების მხარდასაჭერად
ახალი ამბები

თიბისის და FMO-ს პარტნიორობა – $210 მილიონი ბიზნესების და მწვანე ინიციატივების მხარდასაჭერად

14:01 07-20-2026
Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა

16:22 07-17-2026
განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის – მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში
ახალი ამბები

განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის – მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში

16:00 07-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved