“ფორმულას” თანადამფუძნებელი, მიშა მშვილდაძე:
“ამ ვითარებაში რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენებას, მაშინ, როცა თვალსაჩინოდ ხელოვნურად შექმნა რაღაცა არარსებული რეფერენდუმის ჩატარებით საფუძველი ბირთვული იარაღის გამოყენებისა, თავისივე კანონით, ტერიტორიების დაცვის საბაბით, უნდა ნიშნავდეს იმას, რომ მიერთებულ ტერიტორიებზე კი არ გამოიყენებს, არამედ სიღრმეში ეცდება დაარტყას – უკრაინას უნდა მიაყენოს დარტყმა, რუსეთს ხო არა – რომ მივხვდეთ როგორ მოიქცევა დასავლეთის ქვეყნები, უნდა მივხვდეთ, როგორ მიიღებს ამ ამბავს პლანეტის მოსახლეობა.
ჩემი აზრით კოლოსალურად დიდი დაკვეთა იქნება უმოკლეს დროში პუტინის ლიკვიდაციასა და რუსეთის ბირთვული პოტენციალის განეიტრალებაზე – ყველა გონიერი ადამიანი მიხვდება, რომ სხვა გზა ამ პლანეტას არ რჩება. ვფიქრობ ამის აღსრულება აშშ-ს ხელეწიფება პარტნიორებთან ერთად უფრო მალე, ვიდრე მათ გარეშე.
ამას შეიძლება არ თვლიდეს ასე თვითონ პუტინი, მაგრამ მაგასაც უნდა ეპარებოდეს ბევრ რამეში ეჭვი 24 თებერვლის შემდეგ.”
კომენტარები