• რეკლამა
  • კონტაქტი
02:03, სამშაბათი, 8 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კოლონები იყო თავგადაპარსული ქალების… სალომე ზურაბიშვილს ჰკითხეთ და ის მოჰყვება კარგად” – ხაინდრავა

ალია ავტორი - ალია
19:48 10-16-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,085

კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ, პრესკონფერენციაზე განაცხადა:

„ყველამ უნდა იცოდეს, საქართველოს ყველა მოქალაქემ, რომ ვინც ხმას აძლევს „ნაციონალურ მოძრაობას“ და ამ სატელიტებს, მის გარშემო შეკრებილს, ისინი ბოროტმოქმედებას სჩადიან, დანაშაულს სჩადიან; ისინი ქმნიან პირობას საკუთარი შვილების, საკუთარი მომავლის, საკუთარი ქვეყნის დანგრევის და გაცამტვერების, იმიტომ, რომ ეს ამოცანა უდგათ იმათ, ვინც „ნაციონალურ მოძრაობას“ და ხატია დეკანოიძეს დავალება მისცა, რომ „არა ომს“ წაეშალა, მოეკითხებათ აუცილებლად

მაგალითს მოგიყვანთ, რომელზეც სხვათა შორის, ამაზე შეგიძლიათ სალომე ზურაბიშვილს ჰკითხოთ და ის მოჰყვება კარგად, ალბათ საქართველოში ყველაზე კარგად მან იცის ეს თემა, როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ კოლაბორაციონისტებისადმი მეორე მსოფლიო ომის მერე – იმათ მიმართ, ვინც ეთანამშრომლებოდა და მხარს უჭერდა ვიშის მთავრობას, ნაციონალისტებს და ფაშისტებს საფრანგეთში. დიდი კოლონები იყო თავგადაპარსული ქალების, რომლებიც პარიზში იქით-აქეთ გაატარეს, იმათზე აღარ ვლაპარაკობ, ვინც პირდაპირ თანამშრომლობდა ვიშის მთავრობასთან. სალომე ზურაბიშვილს ჰკითხეთ ამაზე და ის მოყვება, მერწმუნეთ, კარგად იცის ეს ისტორია და კონკრეტულ პიროვნებებზეც შეიძლება ისაუბროს, თუ მოინდომებს, ბუნებრივია. ამიტომ მე მხარს ვუჭერ ყველანაირად და ვთვლი, რომ ქართულმა საზოგადოებამ უნდა დააყენოს ეს საკითხი. თუ ჩვენ გვინდა, ჩვენი ქვეყანა განვითარდეს, გადარჩეს და ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს რაღაც მომავალი ჰქონდეთ, აუცილებლად უნდა დადგეს იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც საკუთარი პიროვნული, მერკანტილური ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანმიმართულად, ხელს უწყობს ამ ბოროტებას, რომ რაღაც გავლენა ჰქონდეთ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაზე და მით უმეტეს, შესაძლებლობა ჰქონდეთ, რომ ესა თუ ის გავლენა ჰქონდეთ პარლამენტში.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა
ახალი ამბები

სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა

17:45 09-07-2026
თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა
ახალი ამბები

თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა

13:51 09-07-2026
წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი ახალი ექსპოზიციით გაიხსნება
ახალი ამბები

წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი ახალი ექსპოზიციით გაიხსნება

13:18 09-06-2026
სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა
ახალი ამბები

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა

11:26 09-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved