• რეკლამა
  • კონტაქტი
18:26, სამშაბათი, 21 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კობახიძის მეუღლე ხელმძღვანელობს უწყებას, რომელიც უშუალოდ ექვემდებარება პრემიერს

ალია ავტორი - ალია
18:33 02-05-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
15,794

ირაკლი კობახიძის ცოლი ნატალია მოწონელიძე ხელმძღვანელობს სახელმწიფო უწყებას – სსიპ “საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს”, რომელიც ანგარიშვალდებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. კობახიძე საქართველოს პრემიერობის კანდიდატია – პარლამენტში მისი კაბინეტის დამტკიცების პროცესი მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.

მომავალი პრემიერის ცოლის სამუშაო ადგილის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია არა მხოლოდ სსიპ “საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს” ვებსაიტზე, არამედ საჯაროდ გამოქვეყნებულ მათსავე დეკლარაციებშიც.

სააგენტო 2018 წლის 5 სექტემბერს შექმნა მთავრობამ. მაშინ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე იყო. ამოქმედების დღიდან უწყება პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაშია – სწორედ ის ნიშნავს და ათავისუფლებს მის თავმჯდომარეებს.

ნატალია მოწონელიძე სააგენტოში 2019 წლის ივნისიდან მუშაობს თავმჯდომარის მოადგილედ, ნოემბერში კი თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გახდა. ამ დროს ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ეკავა გიორგი გახარიას. მისი შეცვლის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობისას, ნატალია მოწონელიძე უწყების ხელმძღვანელად დაინიშნა.

“კანონმდებლობის მიხედვით აქვს გარკვეული ვადა, რომლის განმავლობაშიც უნდა დაწეროს განცხადება”, – უთხრეს რადიო თავისუფლებას სააგენტოს ცხელ ხაზზე.

ირაკლი კობახიძემ უახლესი დეკლარაცია 2024 წლის 31 იანვარს შეავსო. დეკლარაციის მიხედვით, ის და მისი ცოლი კოლეგები არიან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში: ქმარი პროფესორია, ცოლი კი ასოცირებული პროფესორი. ამავე დოკუმენტის თანახმად, ნატალია მოწონელიძეს უფრო მეტი შემოსავალი აქვს, ვიდრე ირაკლი კობახიძეს.

თეგები: ირაკლი კობახიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია
ახალი ამბები

თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია

14:31 07-21-2026
წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

წინანდლის ფესტივალი: პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი მე-8 სეზონზე ოთხი კონცერტით წარდგება

14:02 07-21-2026
ეპილაცია
ახალი ამბები

ალექსანდრიტი, დიოდი, თუ ნეოდიუმი? – მითები და სიმართლე ეპილაციის ტიპებზე

14:49 07-20-2026
თიბისის და FMO-ს პარტნიორობა – $210 მილიონი ბიზნესების და მწვანე ინიციატივების მხარდასაჭერად
ახალი ამბები

თიბისის და FMO-ს პარტნიორობა – $210 მილიონი ბიზნესების და მწვანე ინიციატივების მხარდასაჭერად

14:01 07-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved