• რეკლამა
  • კონტაქტი
21:18, ხუთშაბათი, 18 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კობახიძის 3 ტყუილი – სალომე ზურაბიშვილის პასუხი “ოცნების” პირველ პირს

ალია ავტორი - ალია
18:37 10-03-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
122

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშილი, საგანგებო ბრიფინგზე აცხადებს, რომ იგი, არჩევნებზე არ წავა ხვალ, რადგან ეს არჩევნები არის ფარსი და ხალხთან ერთად დადგება რუსთაველზე.  იგი ამბობს, რომ ქართული ოცნების პირველმა პირმა მოიტყუა

მინდა, პირველ რიგში, უპასუხო, შევეხმიანო ირაკლი კობახიძეს, რომელმაც დღეს აქო ვითომდა სამართლიანია, არაჩვეულებრივი ადგილობრივი არჩევნები, რაც ხვალ ჩატარდება და ამავე დროს დაგვემუქრა, რომ რაღაცის დამხობა იგეგმება. ეს არის ტყუილი, ორივე მხრივ ტყუილია. არანაირი სამართლიანი, თავისუფალი ადგილობრივი არჩევნები არ ჩატარდება ხვალ. ეს იქნება ჩვეულებრივი ფარსი და დაცინვა საზოგადოების, რომელიც მშვიდობიანად გამოდის ქუჩაში უკვე 300 დღეზე მეტია. ეს ხალხი, ვინ გამოდის, რომ მიიღოს უკან თავისი ხმა და დაიბრუნოს არჩევნები, ის ვერ დაკმაყოფილდება იმ ფარსით, რომელიც ხვალ ჩატარდება. არაფრის გამოგლეჯვის შანსი, არც არაფრის გამოსწორების შანსი არ არსებობს. ეს არის ჩვეულებრივი, დიქტატურის პირობებში ჩატარებული არჩევნები. ცოტა ხნის წინ ჩვენ ვნახეთ ამის მაგალითი რუსეთშიც. 

მეორე, და შეიძლება, კიდევ უფრო დიდი ტყუილი იყოს ის, რასაც წინასწარმეტყველებს კობახიძე, რომ რაღაც მცდელობა იქნება დამხობის, სადაც ყველა იქნება გაერთიანებული. ესეც არის ფარსი და ესეც არის შეურაცხყოფა იმ საზოგადოების, რომელმაც მსოფლიოს აჩვენა ამ დღეების მანძილზე, ამ ერთი წლის მანძილზე, თავისი მედგრობა, თავისი გამძლეობა და თავისი უაღრესი მშვიდობიანი გამოსვლა. არცერთ დღეს არ ყოფილა ძალადობა, არ ყოფილა არანაირი მცდელობა, 200 ათასი კაცი ხომ გამოდიოდა დასაწყისში მაინც და ხვალაც შეიძლება, ძალიან ბევრი გამოვიდეს, აჩვენა მსოფლიოს, რომ თურმე შეიძლება, უაღრესად მშვიდობიანად გამოხატვა საკუთარი წინააღმდეგობის. ასე რომ, არ შეიძლება, ეს ყველაფერი ვითომდა მოდელირებული დამხობით დაამთავრო. ეს არის მცდელობა, იმის მერე, რაც რეჟიმმა დისკრედიტაცია მოახდინა რამდენიმე პარტიის ამ არჩევნებით, მცდელობა, რომ დანარჩენი პარტიების დისკრედიტაციაც მოახდინოს ვითომ ამ რაღაც რადიკალიზაციის დიდ გაერთიანებაში და რაც მთავარია, ამით ჩააქროს ის დიდი მშვიდობიანი პროტესტი, რომელიც დღემდე მოდის და ხვალაც გაგრძელდება. ეს არის მთავარი ძალა და ის ძალა, რომელსაც ვერ მოერია ეს რეჟიმი. 

არანაირი მესამე რესპუბლიკა, ჯერ ერთი, მეორე რესპუბლიკაც არ არის. ჩვენ აღვადგინეთ დამოუკიდებლობა 91-ში და აღვადგინეთ იმ პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციის საფუძველზე. ამიტომ ეს ყველაფერიც არის ფარსი.

ჩვენ არ უნდა გადაგვიყვანონ ამ რეჟიმში, ყველანი ვიყოთ ძალიან მშვიდად. მე არ წავალ ხვალ არჩევნებზე და მე ჩემს ხალხთან ერთად ვიქნები ხვალინდელ მშვიდობიან აქციაზე, როგორც ვიყავი ყველა მნიშვნელოვან მთავარ აქციაზე და კიდევ ვიქნები, სანამ საჭირო იქნება და ბოლომდე!, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქალთა გაძლიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თიბისიმ გაეროს  ქალთა ორგანიზაციისგან ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

ქალთა გაძლიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თიბისიმ გაეროს ქალთა ორგანიზაციისგან ჯილდო მიიღო

16:14 12-18-2025
თიბისი კაპიტალი ტაშკენტის საფონდო ბირჟის წევრი გახდა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალი ტაშკენტის საფონდო ბირჟის წევრი გახდა

15:41 12-18-2025
მოემზადე საახალწლოდ თიბისის ერთგული ბარათით და დაზოგე ყველაზე ხარჯიან პერიოდში
ახალი ამბები

მოემზადე საახალწლოდ თიბისის ერთგული ბარათით და დაზოგე ყველაზე ხარჯიან პერიოდში

13:34 12-18-2025
“გამარჯვებას რა უნდა” – თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება
ახალი ამბები

“გამარჯვებას რა უნდა” – თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება

12:39 12-18-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved